FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.03.2018
ბორჯომში, სადაც დღეს, 28 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ მოადგილის, ასევე "პატრიოთა ალიანსის" წევრის, გიორგი გოგიჩაიშვილის კანდიდატურა განიხილება.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება

ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად, გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა დღეს იმ სხდომას, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს. გოგიჩაიშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე. იგი არ ამხელს, იყო თუ არა მომხრე ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების. გოგიჩაიშვილი არც იმ კითხვას პასუხობს, თუ მისი კანდიდატურა განიხილებოდა საკრებულოს ხელმძღვანელად და თავად ამ შეთავაზებას იღებს, მაშინ რატომ არ მოაწერა ხელი იმ განცხადებას, რომლითაც ჩაჩანიძის იმპიჩმენტი მოითხოვეს. შეგახსენებთ, 21 მარტს შესულ განცხადებას "ქართული ოცნების" 13 და "პატრიოტთა ალიანსის" ორი დეპუტატი აწერდა ხელს.


"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ჯერ არ იციან, დაუჭერენ თუ არა მხარს გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. ამ ეტაპზე ისინი არც იმაზე საუბრობენ, თავად დააყენებენ თუ არა თავმჯდომარის პოზიციაზე თავიანთ თანაგუნდელს.

დღევანდელ სხდომას, "ქართული ოცნების" სრული შემადგენლობის გარდა, უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის 8 თანაგუნდელი ესწრებოდა. მათ შორის, ვიოლეტა ბალახაშვილი. იგი ამბობს, რომ თავმჯდომარის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა. მისი აზრით, ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს კარგი ხელმძღვანელი იყო და სხდომაზე ყველა საკითხი წარმატებით გადიოდა: "ერთადერთი საკიხთი, რაზეც კრიზისი შეიქმნა, იყო ხელაფსები და არ მგონია, რომ ამის გამო მისი იმპჩმენტი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში".

ვიოლეტა ბალახაშვილი ამბობს, რომ თუ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი გოგიჩაიშვილს დააყენებენ, მას მხარს დაუჭერს.

იმ ორი მოწინააღმდეგიდან, რომლებმაც ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, მეორე, ასევე "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ფირან გოგიჩაიშვილი იყო.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება
ფირან გოგიჩაიშვილი და ვიოლეტა ბალახაშვილი – "პატრიოტთა ალიანსის" ორი დეპუტატი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტს


შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას სხდომაზე დამსწრე 21 დეპუტატიდან, 19–მა მისცა ხმა. ამ 21–ს შორის, 13 "ქართული ოცნების" და 8 "პატრიოტთა ალიანსის" წევრი იყო. სხდომას არ დასწრებიან საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები: 'ნაციონალური მოძრაობის' ორი, 'ლეიბორისტების' ერთი და 'ევროპელების' ერთი წარმომადგენელი.


იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ, დღეს დეპუტატებს კიდევ ორი საკითხი უნდა განეხილათ – მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და ხელფასები და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა. მას შემდეგ რაც ჩაჩანიძე გადააყენეს, დეპუტატებმა სხდომა დახურეს. შემდეგ კი მედიისთვის განმარტეს, რომ დახურულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ორ საკითხს მაშინ განიხილავენ, როდესაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

როდის განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, ამ ეტაპზე უცნობია. დღეს საკრებულოში განმარტეს, რომ სხდომას რაც შეიძლება მალე დანიშნავენ.

რა პოზიცია აქვს მომხდარზე უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, უცნობია. მისი კაბინეტი დაკეტილია. როგორც მისმა მდივანმა განაცხადა, იგი დღეს სამსახურში არ მისულა.

[Sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია: თავმჯდომარის იმპიჩმენტი ხელფასების საკითხს არ უკავშირდება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა
ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ