FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას იწყებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 27.03.2018
ახალციხესა და მის სოფლებში მცხოვრებ, სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ ახალგაზრდებსა და გუნდებს, ქალაქის მერია ფულადი ჯილდოებით წაახალისებს.

ახალციხის მერია წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას იწყებს

როგორც მერიაში განმარტავენ, ჯილდო გადაეცემა როგორც მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს, ასევე, მათ, ვინც რაიმე ტიპის ფესტივალებსა და ტურნირებში გაიმარჯვებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ნებისმიერი წარმატებული სპორტსმენი 150 ლარით დასაჩუქრდება. საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული 400 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 300 ლარი გადაეცემა, ხოლო მას, ვინც მესამე ადგილს დაიკავებს, 200 ლარით დაასაჩუქრებენ. ჯილდოს გადასცემენ წარმატებულ ვეტერან სპორტსმენებსაც – დაახლოებით 200 ლარის ოდენობის.

დაჯილდოვდებიან სასკოლო თეატრალურ ფესტივალებში გამარჯვებული გუნდებიც. პირველი ადგილის მფლობელი – 500 ლარით, მეორე ადგილი – 300 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი – 200 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, წლის განმავლობაში მერია რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. მათ შორის: ესეების კონკურსი -"ჩემი პროფესია", სადაც პირველი ადგილის მფლობელი 200 ლარს მიიღებს. მეორე ადგილზე გასულს – 150 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 100 ლარი გადაეცემა.

იგეგმება ფოტოკონკურსის მოწყობაც. აქ პირველი ადგილი – 300 ლარი, მეორე ადგილი – 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილი – 100 ლარია.

მერია ჩაატარებს სპორტულ შეჯიბრებებსაც. გუნდი, რომლიც მუნიციპალიტეტის ან რეგიონის მასშტაბით გამართულ ტურნირში გაიმარჯვებს, 300 ლარს მიიღებს. 200 ლარი იქნება გათვალისწინებული მეორე და 100 ლარი მესამე ადგილისთვის.

გაცილებით მაღალია საპრიზო ფონდი იმ ტიპის გუნდებისთვის, სადაც 6–ზე მეტი მონაწილეა.

I ადგილი – 500 ლარი;
II ადგილი – 300 ლარი;
III ადგილი – 200 ლარი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით დაჯილდოვდება ყველა, ვინც გამარჯვებას მოიპოვებს: „აუცილებელია წარმატებულ ახალგაზრდებს სტიმული მივცეთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონიდან არ წავიდნენ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბაზე  სპორტული შეჯიბრებები მოეწყო
ვინ გაიმარჯვა ‘ახალციხის ციხეზე’  გამართულ სპორტულ ღონისძიებებში
'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა
ახალციხეში კროსის ღია ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ადიგენში ფეხბურთის ტურნირი გამგეობის გუნდმა მოიგო
რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული