FM97.5 / LIVE

მართვის მოწმობის გასაახლებლად ოთხი დღე დარჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2018
მძღოლი, რომელიც 1–ელ აპრილამდე ძველ მართვის მოწმობას არ განაახლებს და ავტომობილის მართვას გააგრძელებს, 500 ლარით დაჯარიმდება.

მართვის მოწმობის გასაახლებლად ოთხი დღე დარჩა

ოთხ დღეში, პირველ აპრილს, 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგება. მან, ვინც ამ დრომდე მართვის მოწმობის განახლება ვერ მოასწრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დარჩენილ ვადაში უნდა მიაკითხოს. ძველი მართვის მოწმობით სიარული 500–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მართვის ძველი მოწმობის შესაცვლელად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და არსებული მართვის მოწმობის წარდგენაა საჭირო. მოწმობის განახლება 15 ლარი, დაკარგულის აღდგენა კი 35 ლარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, მართვის მოწმობა 4 337–მა მოქალაქემ შეცვალა.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას განაახლებს. მოწმობის შეცვლისთვის გამოცდის ჩაბარება არც ახლაა საჭირო და არც ვადის გასვლის შემდეგ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგება
1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება
რომელი კატეგორიის მართვის მოწმობებს შეუნარჩუნდება იურიდიული ძალა 2019 წლის მარტამდე
2018 წლიდან 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები უნდა განახლდეს
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
მართვის მოწმობის აღება რთულდება