ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 26.03.2018
ვალეში მცხოვრებმა ზვიად ნადირაძემ 26 მარტის დილას აღმოაჩინა, რომ მის ბაღში ‘გზა გაუჭრიათ და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დაუმტვრევიათ’. კომპანიამ, რომელიც აქ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს, ბაღებში სატვირთო მანქანები ისე შეიყვანა, რომ არც ზვიად ნადირაძე გაუფრთხილებია და არც მისი მეზობლები.

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

„შარშან მოსავალი რომ მივიღე, იმის შემდეგ აღარ ჩამოვსულვარ. გაზაფხულია და დავინტერესდი ჩემი ბაღი რა მდგომარეობაში იყო“,– გვიყვება ზვიად ნადირაძე.

მისგან შეიტყო საკუთარი ბაღის ამბავი ანზორ ხითარიშვილმაც, - „30–35 წლის ხეებია დაჩეხილი. თივას ვთიბავდი ბაღში, ახლა გზა გაუყვანიათ, აქ რაღა უნდა მოითიბოს?!“

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა ადგილობრივების თქმით, ბაღებში სატვირთო მანქანები დაახლოებით ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობს, რის გამოც, ბაღი გადათხრილია, ამოგლეჯილია ახალი ნარგავები და ათობით ვაშლისა და ჭანჭურის ხეს ტოტები აქვს დამტვრეული.

დღეს, ვალეს მცხოვრებლებმა პოლიციაც გამოიძახეს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ შსს–ში განუცხადეს, მომხადარზე ძიება უკვე დაიწყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა ვალეში მდინარე ფოცხოვის ნაპირებს ამაგრებენ. სამუშაოებს შპს „ბესტი“ ასრულებს. კომპანიის საქმეთა მწარმოებელი ალექსი ბაიდარაშვილი ამბობს, რომ მდინარესთან მისასვლელად ბაღების გარდა სხვა გზა ვერ იპოვეს: „არც ვიცოდი ამ ბაღებს ადგილობრივები თუ იყენებდნენ, ისე გიჟები ხომ არ ვიყავით, აქ შემოვსულიყავით. ახლა მოვძებნით ალტერნატიულ გზას და გავაგრძელებთ მუშაობას“.

შპს „ბესტის“ დამფუძნებელი იოსებ კუბლაშვილი კი ირწმუნება, რომ ბაღებზე სიარული მას შემდეგ დაიწყეს, რაც მდინარე ფოცხოვი ადიდდა და გზა დატბორა. მისივე თქმით, ამ ბაღებზე გზა ისეც გადიოდა, თუმცა, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები დადიოდნენ: „მეც დავდიოდი ჯიპით. ადიდებულმა მდინარემ დამცავი დამბა გადმოგვინგრია, ვიდრე წყალი დაიწევდა, სამუშაოები რომ არ შეჩერებულიყო და კიდევ რამე არ დაზიანებულიყო, ინერტული მასალები შეგვქონდა. საიდანღაც ხომ უნდა მივსულიყავით ობიექტზე“.

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა ახალციხის მერიაში მომხდარის დეტალებზე დღეს არ საუბრობენ, იმ მოტივით, რომ ჯერ საკუთრების საკითხია შესასწავლი. მერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით იქ გზა ნამდვილად გადიოდა, თუმცა, არა ისეთი, როგორიც ახლაა: „ჩვენი ზედამხედველობაც რომ იყო, ისინიც ადასტურებენ, რომ იქ გზა იყო, დადიოდნენ მანქანები. უბრალოდ ახლა სველია და გაიჭრა ტრანშეები. ახალი გზა არ გაუყვანიათ“.

მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ბაღებს აღადგენენ – კულტივირებას გაუკეთებენ და ბალახს დათესავენ. რაც შეეხება მოგლეჯილ ხეებს, იოსებ კუბლაშვილი ამბობს, რომ ნარგავები არ გაფუჭებულა: „ტოტი თუ მოტყდა, შეიტანონ საჩივარი და ვიდაოთ სამართლებრივად. არაფერი ისეთი არ არის. თუ დაგვაკისრებენ, ავანაზღაურებთ ზარალს“.

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა კომპანიისგან ეს პასუხი აქვს ახალციხის მერიასაც.

ვალეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 2017 წლის 26 სექტემბერს, 251 948 ლარზე გამოცხადა. ტენდერში ორი პრედენდენტი შპს გიკო და შპს ბესტი მონაწილეობდა. ამ უკანასკნელმა ტენდერი 227 076 ლარით მოიგო.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 9 იანვარს უნდა დამთავრებულიყო. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილზე ჭაობიანი ტერიტორია აღმოჩნდა და დამატებითი სამუშაოები დასჭირდათ.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ვადაგადაცილებისთვის კომპანიას ჯარიმა ერიცხება – დღეში 681 ლარი. რა ვადიდან დაიწყება საჯარიმო თანხის ათვლა, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახური მუშაობის დროს შექმნილ სირთულეებს შეისწავლის და სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო გონივრულ ვადას დაადგენს.

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია
ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო
ვალეში კომპანიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ბაღებზე გაჭრილი გზა არ აღადგინა
ივლიტაში 10 თვის წინ დაზიანებული გზა ისევ არ შეუკეთებიათ [Video]
ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია
ვალეში ადიდებულმა მდინარემ მიწის ნაწილი მოწყვიტა[Video]
ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს  [Video]