FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მედიის საქმიანობის კანონით რეგულირებას ითხოვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 26.03.2018
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება კანონით უნდა დარეგულირდეს. ამავე დროს, მედია ისეთივე ღია და ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, როგორც საჯარო ორგანიზაციები.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მედიის საქმიანობის კანონით რეგულირებას ითხოვს

ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, დღეს, 26 მარტს ახალციხეში, პარლამენტის ღია მმართველობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„იქნებ სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ ღია მმართველობას და მათ შესახებაც გვქონდეს ინფორმაცია, აქცენტი მაქვს მედიასაშუალებებზე“, – ამბობს გოგოლაძე და დასძენს, რომ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, მისი სიტყვის თავისუფლებას ლახავს, - “სულ ვსვამ საკითხს, თუ არის ჟურნალისტი ისეთივე მოქალაქე, როგორიც მე ვარ და არის თუ არა ისიც კანონის წინაშე ჩემსავით ანგარიშვალდებული. და თუ ჟურნალისტი ჩემს ნათქვამს ამახინჯებს, ამაზე თუ შეიძლება რომ დაუწესდეთ რეგულაციები?“

დეპუტატის შეკითხვებს, შეხვედრის ორგანიზატორებმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირინა ფრუიძემ უპასუხეს.

„ძალიან საფრთხილო საკითხია! საქართველოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი ევროპაზე მაღალია. ჩვენ ე.წ. ამერიკული სტანდარტი გვაქვს ამ მიმართულებით. წინააღმდეგი ვარ ამ საკითხის სამართლებრივი წესით რეგულირების, ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული და შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც “ნათქვამს დაუმახინჯებს” თამარ გოგოლაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადების შეტანა, ან სამოქალაქო წესით სასამართლოში დავა ურჩია.

IDFI-ს დირექტორმა საკრებულოს დეპუტატს ისიც განუმარტა, თუ რატომ არ აქვს კერძო სექტორს გამჭირვალობის ისეთივე ვალდებულება, როგორიც საჯაროს: „რადგან თქვენ ხართ ადმინისტრაციული ორგანო, პირველ რიგში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებით და ახორციელებთ საჯარო უფლებამოსილებას, ამიტომ თქვენ ვალდებულება გაქვთ იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც გადასახადებს იხდიან“.

„ძალიან რთულია სიტყვის თავისუფლებაზე რეგულაქციების შემოღება, ეს საფრთხეს შეუქმნის აზრის თავისუფლებას, რაც ბევრად უფრო მაღლა დგას ვიდრე კონკრეტული საჯარო მოხელის ღირსება ან ნერვები“, – ასე უპასუხა საკრებულოს დეპუტატის მოთხოვნას ირინა ფრუიძემ, - „რთულია ხშირად ამის მოთმენა, მაგრამ როცა საჯარო პოლიტიკაში ვართ, ეს ჩვენი სამსახურის და საქმის ნაწილია“.

არასამთავრობო სექტორისა და პარლამენტის დეპუტატის განმარტებების მიუხედავად, თამარ გოგოლაძემ შეხვედრა მაინც ამ სიტყვებით დაამთავრა, - „მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვტოვებ არცერთ შეხვედრას, ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებ”.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მედიის საქმიანობის კანონით რეგულირებას ითხოვს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
რუსთავი2–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან[Video]
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
არასამთავრობოების განცხადება საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით
საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ
ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება
ახალციხის თემის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა