სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ძლიერმა ქარმა 17–მდე სოფელი დააზარალა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.03.2018
ახალქალაქში ქარმა საცხოვრებელი, ასევე, კულტურის სახლებისა და რიტუალების შენობების ნაწილს სახურავები გადახადა. მუნიციპალიტეტის მერიაში მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ახალქალაქში ძლიერმა ქარმა 17–მდე სოფელი დააზარალა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელმა კომისიამ სოფლების შემოვლა უკვე დაასრულა.

„ყველა სოფელში ვიყავით და ადგილზე ვნახეთ რა მდგომარეობაა. თოთხამში, სამსარში და კიდევ ბევრ სოფელში საცხვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. ბურნაშეთში კულუტრის სახლის სახურავის ნაწილია მოხდილი. ჩუნჩხაში კი რიტუალების სახლს სახურავი მთლიანად ახადა“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 17–მდე სოფელია დაზარალებული, თუმცა, ჯერ ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის: „ახლა ვითვლით, რამდენიმე დღეში გვეცოდინება თუ ვის რა ოდენობის ზიანი მიადგა“.

უნანიანი ამბობს, რომ იმ ოჯახებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, გადასახური მასალით დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 24 მარტს იყო. სტიქიამ სოფელ ჩუნჩხაში რიტუალების სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, დაახლოებით ექვსი ადგილობრივის სახლს სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალქი]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სოფელ ჩუნჩხაში ქარმა რიტუალების სახლს სახურავი გადახადა [Photo]
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა სახურავი სახლებსაც გადახადა [Photo/Video]
სტიქიამ ახალქალაქს 115 000 ლარის ზარალი მიაყენა
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა ელექტროსადენები დაწყვიტა
ასპინძაში სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახისთვის 2 000 ლარი გამოიყო