FM97.5 / LIVE

გახუმრებით დაწყებული ტაქსისტობა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2018
ყველაფერი ერთი, მოულოდნელი ხუმრობით დაიწყო, სადღაც წელიწადნახევრის წინ. მას შემდეგ, ახალციხეში დადის თეთრი ტაქსი, რომელსაც 62 წლის ნაზი ტაბატაძე მართავს.

გახუმრებით დაწყებული ტაქსისტობა [Photo]

„ჩემმა ნათესავმა, დისშვილის ქმარმა, ტაქსის ნიშანი დაადგა ჩემს მანქანას. გვერდით ტაქსიდან აუღია. რა ვიცოდი. იმ დღესვე, ჩემმა ნაცნობებმა სადღაც გაყვანა მთხოვეს და როდესაც მივიყვანე, ფული გამომიწოდეს. ძალიან გამიკვირდა. რა თქმა უნდა, არც გამოვართვი, ვერ მივხვდი რას აკეთებდნენ. თურმე იმათ იქით გაკვირვებიათ. ბოლოს ჩემი მანქანის თავზე შემოდგმული ტაქსის ნიშანი დამანახეს”.

ამბობს, რომ მანქანის მართვის სიყვარული შემოსავლად ექცია ამ შემთხვევამდეც უფიქრია, თუმცა ვერ ბედავდა, კონკურენციის ეშინოდა.
ნაზი ახალციხეში ქალიშვილთან, სიძესთან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ტაქსისტობა, პროფესიით ელექტრიკოსისთვის, ერთადერთი საქმიანობა არ არის. ოთხი წლის წინ, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე პატარა ოთახი იქირავა და სამკერვალო გახსნა.

„ჩემი დილა 8 საათზე, ლოცვით იწყება, შემდეგ სამზარეულო და რა თქმა უნდა, საღამომდე სამკერვალოში უამრავი საქმე და პარალელურად ტაქსით კლიენტების მომსახურება. მიჩვეული ვარ იმას, რომ სულ მოძრაობაში უნდა ვიყო“.

„რაც თავი მახსოვს სულ ვმუშაობ. ძალიან ბევრ ადგილას მაქვს ნამუშევარი, სხვადასხვა ქარხნებში. თბილისში, ახალციხეში. პარტიული ორგანიზაციის მდივნად, ასევე საყოფაცხოვრებო სამმართველოში რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი: კადრების უფროსი, ეკონომისტი, ინჟინერი, სხვადასხვა ადგილას მოკლედ“.

გახუმრებით დაწყებული ტაქსისტობა [Photo]

ახლაც ორ საქმეს უთავსებს ერთმანეთს. ამბობს, რომ სულ არ წუხდება, როდესაც სამკერვალოში მუშაობისას უცებ ტელეფონი დარეკავს და აღმოჩნდება, რომ მგზავრს უნდა მიაკითხოს.

ტაქსის მძღოლი კაცების სამყაროში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. ავტომობილის მართვაც ბავშვობიდან ეხერხებოდა, თუმცა მართვის მოწმობა მხოლოდ ორი წლის წინ აიღო, როდესაც საკუთარი მანქანის შეძენა შეძლო. მოძრაობის წესები არასდროს დაურღვევია და არც პატრულს გაუჩერებია. მოსწონს, როდესაც კლიენტებს ქალი მძღოლის დანახვა უხარიათ. იხსენებს, რომ ერთხელ, როდესაც ქალაქში ჩამოსული სტუმრები სხვა ტაქსიში სხდებოდნენ და ნაზი დაინახეს, გადმოვიდნენ იმ მანქანიდან და ნაზის მანქანაში გადასხდნენ.

ახალციხეში ტაქსებს შორის კონკურენციაა და ახალი ტაქსით დაინტერესება უყურადღებოდ არ დარჩენილა, - „შელაპარაკებაც მომივიდა ერთთან, მკერავიც რომ ვარ და ტაქსისტიც, ეს არ მოეწონა. შენ ორი სამსახური გაქვს და ჩვენ მხოლოდ ერთ საქმეს ვაკეთებთო “.

მაგრამ არ წუწუნებს, ორივე სამსახური უყვარს, სიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა, საუბარი, მათი ისტორიების მოსმენა, -„ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კინოა და ალბათ რეჟისორი რომ ვიყო, საკუთარ თავზე ერთ დიდ დოკუმენტურ ფილმს გადავიღებდი“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი
რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში
პატარა ხელოვანი
ქეთი დათიაშვილი – ტაქსის მძღოლი ასპინძიდან [Video]
ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]
ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'