FM97.5 / LIVE

საატესტატო გამოცდები - დღე მესამე

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.05.2012
ქართულისა და ინგლისურისგან განსხვავებით, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეების ისტორიის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ

საატესტატო გამოცდები - დღე მესამე

რიგით მესამე საატესტატო გამოცდა მოსწავლეებს დღეს ისტორიაში აქვთ. გამოცდა, ტრადიციულად, ყველა საჯარო სკოლაში დილის 9 საათზე დაიწყო.

ახალციხის მეორე სკოლაში, სადაც ორი - რუსული და ქართული განყოფილებაა, საატესტატო გამოცდებს 55 მოსწავლე აბარებს. ამათგან, 18 რუსული სექტორიდანაა.

სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძის თქმით, გამოცდები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

საგამოცდო ოთახში ორი ვიდეოთვალი და 14 კომპიუტერია დამონტაჟებული. გამოცდაზე შვიდ-შვიდი მოსწავლე შედის.

თითოეული ჯგუფისთვის საათნახევარია განკუთვნილი, მაგრამ, მოსწავლეების უმეტესობა ტესტს 25 წუთის განავლობაში ავსებს.

თამარ მღებრიშვილი ოქროს მედალოსანია. წინა ორი გამოცდისგან განსხვავებით, ისტორიის გამოცდის შედეგით უკმაყოფილოა: ”ცხრა ქულა მივიღე . თანამედროვე ეპოქა იყო რთული. უფრო მეტიც შემელო. ძალიან ვნერვიულობდი და ამან ჩემს ქულებზეც იმოქმედა”.

6,68 ქულა მიიღო დათო სანდროშვილმა. შედარებით დაბალი ქულა აქვს იანა ნანოიანს: ”6,13 მივღე. შედეგით კმაყოფილი ვარ. მთავარია, ლოგიკურად იმსჯელონ და ყველა გადალახავს ბარიერს”.

6,3 ქულა დააგროვა მაია ტაბატაძემ: ”ძალიან მიჭირს თარიღების დამახსოვრება და ამის გამო ვნერვიულობდი”.

თანაკლასელების თქმით, რამდენიმე მოსწავლემ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

მოსწავლეების ქულებით კმაყოფილია როგორც ქართული, ასევე რუსული სექტორის ისტორიის მასწავლებელი.

”ჩემი კლასიდან ერთმა ვერ დააგროვა საკმარისი ქულები, ვინც სწავლობდა, არ გასჭირვებია”, - ამბობს რუსული სექტორის ისტორიის მასწავლებელი ასია ჩახოიანი.

’’ისტორია ზღვა მასალაა, ქრონოლოგიურად დალაგება, პარალელის გავლება უჭირთ”, - ამბობს ქართული განყოფილების ისტორიის მასწავლებელი ხათუნა მიქელაძე.

მეორე სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე გამოცდების შედეგებით კმაყოფილია, - ”ქართულის გამოცდა ყველა მოსწავლემ ჩააბარა. ჯამში, 11 ათიანი დაიწერა. მხოლოდ ორმა ბავშვმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი უცხო ენაში.
ყველაზე მეტად საბუნებისმეტყველო საგნების გვეშინია, რადგან ბავშვებს თითოეული საგნის შესწავლა თითო სემესტრში მოუწიათ’’.

ხვალ მეთორმეტეკლასელები გამოცდას გეოგრაფიაში ჩააბარებენ.

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდები დაიწყო
საატესტატო გამოცდები განახლდა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
საატესტატო გამოცდების მეორე დღე