FM97.5 / LIVE

ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის წინააღმდეგ საქმე წააგო

მთავარისიახლე, სამართალი 22.03.2018
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სოფიო შევჩენკო, რომელიც სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო
„სახეზე გვაქვს მერიაში შტატების შემცირება, რაც გამოიწვევდა თანამშრომლების გათავისუფლებასაც. გარდა ამის, თქვენ მობილობის პროცესში ჩაერთეთ და კომპენსაციაც აიღეთ. მობილობა კი მაშინ ხდება, როდესაც შტატები უქმდება. თქვენ მობილობაზე პრეტენზია არ გაქვთ,“ - ასე ახსნა მოსამართლემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი.

მოსამართლე გია ბერაიას ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოსარჩელე. სოფიო შევჩენკო დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და არც მისი შტატი გაუქმებულა, - “გამიშვეს და ახალი ვაკანსია გამოაცხადეს. უკანონოდ მოხდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე მობილობას თავთანხმებოდი, რადგან ამ კუთხითაც უსამართლობა არ მომხდარიყო“.

სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა ახალციხის მერიის იურისტმა ბაია იველაშვილმა. უწყების პოზიცია მან სხდომაზე ჩამოაყალიბა. იურისტი განმარტავდა, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, შტატები შემცირდა. ამავე დროს, საარქივო დოკუმენტების დამუშავება, რომელიც სოფიო შევჩენკოს პოზიცია იყო, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს შეუთავსეს, - „თუ ფიქრობდა, რომ უკანონოდ იყო გათავისუფლებული, მაშინ მობილობაზე უარი უნდა ეთქვა, იგი დაგვთანხმდა, რეზერვშიც ჩაიცხა და კომპენსაციაც მიიღო”.

მერიის წინააღმდეგ სარჩელი, სოფიო შევჩენკომ თებერვლაში შეიტანა. იგი სამსახურში იგივე, ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო

შევჩენკო უკვე მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია ახალციხის თვითმმართველობაში, რომელმაც სასამართლოში იჩივლა. ახალციხის საკრებულოს, მობილობის წესის დარღვევას ედავებოდა ორი ყოფილი თანამშრომელი: ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი, რომლებმაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგეს. სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაავალა, თუმცა, საკრებულომ საქმე გაასაჩივრა და დავა ახლა სააპელაციოში გრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო
ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა
ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავაზე მთავარი სხდომა იმართება
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს