FM97.5 / LIVE

ბაკურიანში შიდა ქუჩების განტვირთვის მიზნით შემოვლითი გზა აშენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.03.2018
ბაკურიანში შემოვლითი გზის პროექტირება–მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 7.5 მილიონ ლარზე გამოაცხადა.

ბაკურიანში შიდა ქუჩების განტვირთვის მიზნით შემოვლითი გზა აშენდება
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის ზუსტი დაერთების წერტილები, ანუ ის თუ საიდან სად მივა გზა განსაზღვრული არ არის. ეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაწეროს.

„ტენდერი ამიტომაა ერთად გამოცხადებული პროექტირება–მშენებლობაზე. გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებს ჩვენ შევარჩევთ და დავამტკიცებთ საბოლოოდ“, –მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ პროექტის მიზანი ბაკურიანში შიდა ქუჩების განტვირთვაა, - „ის ვინც არ მიდის ბაკურინაში, ან ის ვისაც არ აქვს საქმე უშუალოდ დასახლების ცენტრში, ბაკურიანში აღარ შევა და ისარგებლებს შემოვლითი გზით“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 500 000 ლარია. წინადადებების მიღება კი 20 აპრილს დასრულდება.

წელს ტურისტების დიდმა ნაკადმა ბაკურიანის შიდა ქუჩებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. 13 იანვარს ბაკურიანში ჩასული ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებდა, რომ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას უწყება რამდენიმე მიმართულებით დაიწყებდა, მათ შორის განიხილებოდა დამატებითი გზების მშენებლობაც.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანში შიდა გზების მოასფალტება იწყება
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა