FM97.5 / LIVE

ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.03.2018
„ჩვენმა ეკლესიამ კარგად იცის სიწმიდეების დაწვით გამოწვეული სიმწარე“ – ევანგელური ეკლესია ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს
"სამხრეთის კარიბჭე" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შუა საუკუნეების ავტოდაფეებისა და 90-იანი წლების საქართველოს რელიგიური ექსტრემიზმის ტრადიციის შესაბამისად 2018 წლის 12 მარტს ვალეს წმიდა ნინოს სახელობის კათოლიკურ სამლოცველოში შეიჭრნენ, ლოცვის წინგები და ხატები გამოიტანეს და სამლოცველოს წინ დაწვეს. დაწვეს ისე, თითქოს რწმენას, ლოცვას, საღვთო წიგნებს ვიწრო რელიგიურ-პარტიული საზღვრები ჰქონოდეს.

ჩვენ, გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ვალეს წმიდა ნინოს სახელობის კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეების, მათი წინამძღოლის, მიხაილ სურმავასადმი, აგრეთვე მეუფე ჯუზეპე პაზოტოსა და მთელი კათოლიკური თემისადმი საქართველოში.

ჩვენმა ეკლესიამ კარგად იცის სიწმიდეების დაწვით გამოწვეული სიმწარე. როდესაც 2002 წელს თბილისში დაგვწვეს ათასობით ბიბლია და სახარება, მხოლოდ იმის გამო, რომ ის წიგნები ჩვენ გვეკუთვნოდა, რომის კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში და მისმა წინამძღოლმა ჯუზეპე პაზოტომ უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს ჩვენი საკითხის მიმართ. დღეს ჩვენი ჯერია, მხარში დავუდგეთ კათოლიკე ეკლესიას და დავგმოთ მის მიმართ გამოჩენილი კიდევ ერთი ბარბაროსობა. საქარელოში რელიგიური სიბნელისა და სიძულვილის ხანა უნდა დამთავრდეს.

იმედი გვაქვს, რომ მსგავს ვანდალიზმს ყურადღების მიღმა არ დატოვებს საქართველოს სახელმწიფო და კომპეტენტური ორგანოები ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ, რათა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო არ გაღრმავდეს შეუწყნარებლობის, დაუსჯელობის, უგულებელყოფის ის სატკივარი, რომელზეც ბევრი ადამიანი ჩივის. უფალს ვთხოვთ ყველა ჩაგრულს ნუგეში მისცეს, ხოლო მჩაგვრელს ქვის გული ამოუღოს და ადამიანისა უბოძოს".

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

[sknews.ge]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]