FM97.5 / LIVE

‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვს. ამათგან ორი მისი თანაგუნდელია.

‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადება დღეს, 21 მარტს, შევიდა. დოკუმენტს 15 დეპუტატი აწერს ხელს – 13 „ქართული ოცნებიდან“ და ორი „პატრიოტთა ალიანსიდან“: მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.

სხდომა, რომელზეც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ, 28 მარტს დაინიშნა.

„სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით, ჩემი გადაყენების საკითხსაც გავიტან. ვნახოთ რა მოხდება. რეალურად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ხალხმა კარგად დაინახა ვინ ვინაა“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

რაც შეეხება იმას, რომ განცხადებას „ოცნების“ დეპუტატებთან ერთად ხელს მისი თანაგუნდელებიც აწერენ, ჩაჩანიძე ამბობს: „იესოს უღალატეს და ... ვნახოთ 28–ში რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“.

ჩაჩანიძე აცხადებს, რომ მას ჯერ ლურსმანაშვილთან და მარტინენკოსთან არ უსაუბრია: „არ ვიცი ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეს“.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. საკრებულოს 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიების დეპუტატები წარმოადგენენ. საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 15 ოპოზიციიდანაა, 13 კი "ქართული ოცნებიდან". ოპოზიციური პარტიიდან, "პატრიოტთა ალიანსიდანაა" საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც. ამ ფაქტის გამო, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში "ქართული ოცნების" დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდნენ.

ბორჯომის საკრებულოს კრიზისი ამით არ ამოიწურება. საკრებულოს დეპუტატებმა შვიდჯერ ჩააგდეს ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი. ერთ–ერთ ბოლო სხდომას ამ საკითხზე, დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლა და შემდეგ, მერიის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს თანაპარტიელები უწყობენ
ბორჯომის საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი იგეგმება [Video]
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება