FM97.5 / LIVE

22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 20.03.2018
ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები პროკურატურას გადაეგზავნა. გამოძიება დასკვნის დეტალების გასაჯაროებას მომავალ კვირაში გეგმავს.

22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა

რა გახდა 22 წლის ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში რვა თვიანი მუშაობის შედეგებზე არ საუბრობენ. მხოლოდ გვიდასტურებენ, რომ დასკვნა მზადაა და ის უკვე საგამოძიებო უწყებაშია.

რა წერია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაში, ამას ჯერ არც საქართველოს პროკურატურაში ასაჯაროებენ. საგამოძიებო უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს შეაჯამებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მოგვაწოდონ ინფორმაცია.

შემთხვევა 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე მოხდა. პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თავიდანვე არ ეთანხმებოდა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი. მამა, გოჩა ინასარიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში თვითმკვლელობას გამორიცხავს. იგი გამოძიების სპეციალურად გაჭიანურებაზე საუბრობს. საგამოძიებო უწყებებში კი ირწმუნებოდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებოდნენ.

შესაძლებელია თუ არა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს, საქართველოს პროკურატურაში ჯერ არც ამაზე საუბრობენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ამას თვითონ ვერ იზამდა’
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ჩემი შვილი მოკლეს’
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია
შსს რელიკვიების დაწვაზე: ‘ჯერ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის’