FM97.5 / LIVE

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.03.2018
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპუსის დასრულებას მშენებელი კომპანია ორ თვეში ვარაუდობს.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა

კორპუსის ეზოში მისულ „სამხრეთის კირიბჭეს“ მშენებელი კომპანიის „ზიმოს“ სამუშაოების მწარმოებელი კახა მოდებაძე და ასევე „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ თანამშრომლები დახვდნენ. ენერგოკომპანიამ მშენებარე კორპუსს ელექტროენერგია ჩაურთო.

„ახალი ტრანსფორმატორი დადგეს და მრიცხველი იყო გადასატანი. ამიტომ კორპუსს დენი არ მიეწოდებოდა. სადარბაზოებში კედლების შელესვა დაწყებული გვქონდა და ამის გამო შევჩერდით“, – ამბობს კახა მოდებაძე.

მისი თქმით, სადარბაზოებში კედლების გალესვის პარალელურად, გარედან კორპუსის დათბუნებაზეც იმუშავებენ: „კედლების ლესვას რომ დავასრულებთ, მერე შევღებავთ. ასევე, შემოვიყვანთ წყალსაც. ამ ყველაფერს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, მეტი არა“.

კახა მოდებაძის ინფორმაციით, პრობლემები, რის გამოც მშენებლობის განახლება ჭიანურდებოდა, მოგვარებულია.


ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში წამოიწყეს. 108 ბინიდან 103 ამ უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოული მათგანი თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება
ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ 'ძალოვნების კორპუსის' მშენებლობა დასრულდა
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ