FM97.5 / LIVE

ოლქის პროკურორი მზადაა, ხე–ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების მეპატრონეებს შეხვდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 20.03.2018
ხე-ტყის გადატანის გამო ჩამორთმეული მანქანების საქმეზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. უკვე დაიკითხნენ მოწმეებიც. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭესთან” ინტერვიუში ოლქის პროკურორმა შოთა რიჟამაძემ განაცხადა.

ოლქის პროკურორი მზადაა, ხე–ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების მეპატრონეებს შეხვდეს

„ჯერ კიდევ მისაღებია ექსპერტიზის დასკვნები, საჭიროა ზარალის დადგენა, აუცილებელია სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება. ხე–ტყის ჩეხვა, ეს არის სპეციფიკური დანაშაული. ხეს ტყის მასივებში ფარულად ჭრიან, ამიტომ მაქსიმალურად ზუსტად უნდა დადგინდეს ვინ რა ადგილზე რომელი ხე მოჭრა".

შოთა რიჟამაძის თქმით, გამოძიების პროცესს ისიც ართულებს, რომ მოქალაქეები პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ: „ადამიანების თანამშრომლობის სტანდარტი საგამოძიებო მოქმედებებთან, ის რასაც კანონი ითვალისწინებს, ძალიან დაბალია. ამიტომ საგამოძიებო უწყებებს უწევთ საკუთარი არხებით და ოპერატიული საშუალებებით ინფორმაციის მიღება. ეს კი დროსთან არის დაკავშირებული“.

სამართალდამცველებმა ხე–ტყის გადატანის დროს სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევა გასული წლის ბოლოდან დაიწყეს. მაშინ საქართველოს პროკურატურაში განარტავდნენ, რომ ხე–ტყის უკანონოდ ჩეხვაზე უმკაცრეს პოლიტიკას ატარებდნენ.

„პირველ რიგში უნდა განვმარტოთ ის, რომ ეს არ არის ქონების ჩამორთმევა. ეს მანქანები სახელმწიფო საკუთრებაში არ არის გადაცემული. ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები არის ამოღებული კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებების ფარგლებში. როცა ამ საქმეებზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, მაშინ გაირკვევა ჩამოერთმევათ ქონება თუ უკან დაუბრუნდებათ. ამ ეტაპზე ეს მანქანები მიმდინარე გამოძიებებისთვის ჩვეულებრივი მასალაა“, - აცხადებს შოთა რიჟამაძე.

ის მოქალაქეები, რომლებსაც ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს 25 მარტს ბორჯომში გზის გადაკეტვას გეგმავენ. ოლქის პროკურორი ამბობს, რომ იგი მზადაა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ნებისმიერ პირს შეხვდეს, რომლებიც ამ საქმეებში რაიმე სტატუსით მონაწილეობენ:"ასევე მზად ვარ შევხვდე მათ კანონიერ წარმომადგენლებს. თუ რა თქმა უნდა მოისურვებენ და განცხადებით მომმართავენ, აუცილებლად დაველაპარაკები ყველას“.

დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში სამართალდამცავებმა ხე–ტყის გადატანის დროს ადგილობრივებს დაახლოებით 200 მანქანა ჩამოართვეს. მოქალაქეები სამქეების გამოძიებას და მანქანების დაბრუნებას საპროტესტო აქციებით ითხოვენ. ბოლოს აქცია, იგივე მოთხოვნით გუშინ, 19 მარტს, ჯერ სამცხე–ჯავაეთის სამხარე ადმინისტრაციასთან შემდეგ კი პროკურატურასთან გაიმართა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მანქანების ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა იგეგმება
მოქალაქეები, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას მართავენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციას მართავენ
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა
'ქალზე ძალადობაში ბრალდებულთან საპროცესო გარიგებაზე არ წავალთ' – ინტერვიუ ოლქის  ახალ პროკურორთან