FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 20.03.2018
ახალციხის სასამართლომ, მოპასუხე მხარის თხოვნით, გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განეხილა ‘ოცნების’ წევრების სარჩელი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ.

ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო
“ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციონერი დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, მათ საკრებულოში ორი ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება არ მიეცათ. მოპასუხე მხარემ სხდომის გადადების თხოვნა ერთ-ერთი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა, რაც მოსარჩელეებმა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასეს.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შუამდგომლობის დაყენების მიზეზი გახდა, სხდომას არ დასწრებია.

„28 თებერვალს მივიღე ტრავმა, სხეულის დაზიანება. იძულებული გავხდი მიმემართა ერთ–ერთი კლინიკისთვის გამოსაკვლვევად. გთხოვთ, დღევანდელი პროცესი გადადოთ გონივრული ვადით“, – წერია გიორგი გიუაშვილის შუამდგომლობაში.

დეპუტატი გულისხმობს 28 თებერვლის სხდომას, რომელზეც საკრებულო ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამშრომლების ხელფასების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მოსარჩელე მხარის დეპუტატები აცხადებენ, რომ გიუაშვილის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ის მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
„ეს არის სიცრუე. ის ყოველდღიურად დადის სამსახურში და თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ვითხოვთ იმ უკანონო გადაწყვეტილების გაბათილებას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ იქნა მიღებული“ , – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მოსარჩელემ, დეპუტატმა, ივანე შალუტაშვილმა.

საქმეზე მომავალი სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 17 აპრილს დაინიშნა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანა. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე საკრებულომ უარი უთხრა .

ამ ექვსი დეპუტატიდან, სამმა, იმისათვის, რომ სხვა ფრაქცია შეექმნა, პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ერთი მათგანი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ორი კი „მრეწველებში“. მიუხედავად ამისა, ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, დეპუტატებს ფრაქციები არ დაურეგისტრირა.

საკრებულოში უარი იმ მოტივით განმარტეს, რომ ამ ფრაქციების შექმნა კანონთან შესაბამისობაში არ არის, რადგან მისი წევრები რეალურად „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლებს კი მხოლოდ ერთ ფრაქციაში გაწევრიანება შეუძლიათ.
ბორჯომის საკრებულო საქართველოს მასშტაბით ერთადერთია, სადაც უმრავლესობაშიც ოპოზიციაა და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიიდანაა. ამ ფაქტის გამო, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში "ქართული ოცნების" დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, საკრებულოს არცერთ სხდომას არ დასწრებიან. მათ შორის, არც იმ სხდომას, რომელზეც ფრაქციების შექმნის საკითხი განიხილებოდა.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის