FM97.5 / LIVE

სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 20.03.2018
დღეს, 20 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დეპუტატების საქმის განხილვა იწყება, რომლებმაც ფრაქცის შექმნაზე უარი მიიღეს.

სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს

ფრაქციების საქმეს მოსამართლე გია ბერაია განიხილავს. დღეს ამ საქმეზე პირველი სხდომა იმართება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანა. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე საკრებულომ უარი უთხრა .

ამ ექვსი დეპუტატიდან, სამმა, იმისათვის, რომ სხვა ფრაქცია შეექმნა, პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ერთი მათგანი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ორი კი „მრეწველებში“. მიუხედავად ამისა, ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, დეპუტატებს ფრაქციები არ დაურეგისტრირა.

საკრებულოში უარი იმ მოტივით განმარტეს, რომ ამ ფრაქციების შექმნა კანონთან შესაბამისობაში არ არის, რადგან მისი წევრები რეალურად „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლებს კი მხოლოდ ერთ ფრაქციაში აქვთ გაწევრიანების უფლება.

შეგახსენებთ, ბორჯომში საქართველოს მასშტაბით ერთადერთი საკრებულოა, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიების დეპუტატები არიან. ოპოზიციური პარტიიდან, "პატრიოტთა ალიანსიდანაა" საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც.

ამ ფაქტის გამო, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში "ქართული ოცნების" დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, საკრებულოს არცერთ სხდომას არ დასწრებიან. მათ შორის, არც იმ სხდომას, რომელზეც ფრაქციების შექმნის საკითხი განიხილებოდა.

[sknews.ge]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’