FM97.5 / LIVE

მოქალაქეებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 19.03.2018
ხე–ტყის გადატანისას მანქანებჩამორთმეულმა მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ახალციხეში აქციას მართავდნენ, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 23 მარტამდე მისცეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორჯომში გზის გადაკეტვა და გრძელვადიანი აქციები დააანონსეს.

მოქალაქეებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს
აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან. 19 მარტი,2018წ.


საოლქო პროკურატურასთან მიმდინარე აქცია დღეს იმ პირობით დასრულდა, რომ საოლქო პროკურატურა საქმეების ძიებას დააჩქარებს. მოქალაქეებმა პროკურატურას ამისთვის ხუთდღიანი ვადა მისცეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან: „მზად ვართ გადავიხადოთ ჯარიმები. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ძიება დრულად დასრულდეს და მანქანები დაგვიბრუნონ“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ახალციხეში დახმარებისთვის, აქციის მონაწილეების თხოვნით ჩამოვიდა, ამბობს, რომ თუ ამ ვადაში საქმეები არ დასრულდება, უკიდურეს ზომებს მიმართავენ: „ამ ადამიანებს სამართალდარღვევევბი თუ აქვთ, დააჯარიმონ, ნუ ულპობენ ავტომანქანებს საჯარიმო სადგომებზე. ეს ხალხი არ გაურბის პასხისმგებლობას, მზად არიან, თუ მსგავსი პასუხისმგებლობა დადგება, გადაიხადონ ჯარიმები, რასაც სასამართლო დააკისრებს. თუმცა ესენი არ არიან მზად იმისთვის, რომ ხუთი თვე, ერთი წელი, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ“.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ საქმის ძიება კიდევ გაჭიანურდა, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ: „ბოჯომში გადაკვეტავთ გზას, ეს იქნება შემდეგ ნაბიჯი. თუ შემდეგაც ვერ გავალთ შედეგზე, მაშინ თბილისის პროკურატურაში, შოთაძეს მივაკითხავთ, ვიდრე კონკრეტული არ შედეგები არ დადგება, არ გავჩერდებით“.

მოქალაქეებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს
აქცია საოლქო პროკურატურასთან და შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები. 19 მარტი,2018წ.


შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 მარტს სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლებმა, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს საპროტესტო აქციას გამართეს. აქციის მონაწილეები ჯერ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

ადგილობრივების მხრიდან ეს პროეტესტის პირველი შემთხვევა არ არის. აქცია, იგივე მოთხოვნით, სამხარეო ადმინისტრაციასთან, გასული წლის 20 დეკემბერს და 2018 წლის 25 იანვარსაც გაიმართა.

ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის იანვრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყის გადატანის დროს, სამცხე–ჯავახეთში, ექვს თვეში 198 მანქანაა ჩამორთმეული.

მოქალაქეებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს
აქცია საოლქო პროკურატურასთან. 19 მარტი,2018წ.


[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციას მართავენ
აქციის მონაწილეები: „გუბერნატრომა ადვოკატის აყვანა გვირჩია“
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა