სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში

მთავარი 05.06.2013
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა მაყურებელს სეზონის მორიგი პრემიერა შესთავაზა. სპექტაკლი „ყვარყვარე“, თეატრის სცენაზე, ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით დაიდგა.

„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში
სპექტაკლზე მუშაობა მსახიობებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. მასში მონაწილეობას თეატრის დასის თითქმის სრული შემადგენლობა იღებს. ყვარყვარეს მსახიობი ლაშა ბუტულაშვილი ასრულებს.

ახალგაზრდა რეჟისორს მესხეთის სახელმწიფო თეატრის დასთან მუშაობა გასულ წელსაც მოუწია. ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით მაშინ სპექტაკლი „ქაღალდის წვიმა“ დაიდგა.

„ძალიან კარგად გავიცანი როგორც თეტარის დასი, ასევე ახალციხელი მაყურებელიც და ძალიან დიდი პატივისცემით ვარ მათ მიმართ განწყობილი, ყოველთვის ვიქნები ამ თეატრის მაყურებელი და ვიშრომებ მათთვის“, - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი.

პოლიკარპე კაკაპაძემ ნაწარმოები 1928 წელს შექმნა. მას შემდეგ პიესა ქართული თეატრის სცენაზე არაერთხელ დაიდგა. „ყვარყვარე“ კომედიური ჟანრის, ორმოქმედებიანი სპექტაკლია, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას მორგებული ადამიანის ცხოვრებაა ნაჩვენები.

„გინდა არ თუ არ გინდა, ამ სპექტაკლს თან ახლავს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ადამიანების ურთიერთობაზე და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პოლიტიკა უკანა ფონზე გადაგვეწია. განსხვევბული ინტერპრეტაცია არაა, უბრალოდ ჩვენი ხედვაა ასეთი, რაშიც დასიც დამეთანხმა“, - ამბობს რეჟისორი.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ყვარყვარე“ ხვალ, 6 ივნისსაც გაიმართება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება

მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება