FM97.5 / LIVE

'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' ქეთევან შალუტაშვილი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.03.2018
ახალციხის პირველი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან შალუტაშვილი, 76 ქულით, 2017-2018 სასწავლო წლის 'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' გახდა.

'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' ქეთევან შალუტაშვილი გახდა
ეტალონი მოსწავლე ქეთევან შალუტაშვილი. ფოტო: © ახალციხის საკრებულო. 17 მარტი, 2018წ.


პროექტ 'ეტალონის' ორგანიზებით ინტელექტ-ჩემპიონატი დღეს, 17 მარტს, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ინტელექტუალურ ჩემპიონატში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე–8, მე–9, მე–10 და მე–11 კლასების, 86 მოსწავლე მონაწილეობდა.

ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილებიც ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. მეორე ადგილი, ასევე 76 ქულით, მე–11 კლასელ ხატია ოკოშვილს ერგო. მას ქეთევან შალუტაშვილმა დროში აჯობა. მესამე ადგილი კი, 75 ქულით, მე–8 კლასის მოსწავლემ, ირაკლი მერაბიშვილმა დაიკავა. ირაკლი ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე იყო.

'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' ქეთევან შალუტაშვილი გახდა
ირაკლი მერაბიშვილი. ფოტო: © ახალციხის საკრებულო. 17 მარტი, 2018წ.


„ეტალონი 2018“ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ახალციხის მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

დღევანდელ ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' ქეთევან შალუტაშვილი გახდა
ეტალონის დაჯილდოება. ფოტო: © ახალციხის საკრებულო. 17 მარტი, 2018წ.


შეჯიბრის დაწყებამდე, 2016-2017 სასწავლო წლის „ახალციხის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს" გვანცა ჩუბინიძესა და „ქალაქ ახალციხის ეტალონ მოსწავლეს" ლევან ზაზაძეს ოქროს ფონდის დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს. მათ სკოლებს კი „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

'ახალციხის ეტალონი მოსწავლე' ქეთევან შალუტაშვილი გახდა
ფოტო: © ახალციხის საკრებულო. 17 მარტი, 2018წ.


"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს "ეტალონ მოსწავლეებს" ყველა მუნიციპალიტეტში გამოავლენს. ისინი ავტომატურად ხდებიან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილეები.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში „ეტალონის“ გამარჯვებული თამარ ათოშვილია
ახალციხის თემში ‘ეტალონის’ გამარჯვებული შოთა გელაშვილი გახდა
ახალციხეში "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ანა მკოიანმა მოიპოვა
ასპინძაში 'ეტალონის მოსწავლის' ტიტული შოთა იველაშვილმა მოიპოვა
ბორჯომის ‘ეტალონ’ მოსწავლეს გამგეობამ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა
"ეტალონის" ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი მოსწავლე გადავიდა
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან