სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2018
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატი, როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდში, ასპინძის მუნიციპალიტეტმა მოიგო. მეორე ადგილი გოგონებში ადიგენს, ვაჟებში კი ახალქალაქს ერგო.

სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფრენბურთში მორიგი ტურნირი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018–ის ფარგლებში, დღეს, 17 მარტს გაიმართა. ტურნირში გოგონების ოთხი და ვაჟების ხუთი გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული მატჩების შემდეგ, ფინალში ერთმანეთს გოგონებში ასპინძისა და ადიგენის, ვაჟებში კი ასპინძისა და ახალქალაქის გუნდები შეხვდნენ.

წინა თანამაშების მსგავსად, დაძაბული აღმოჩნდა ფინალური შერკინებებიც, როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდებში. დაძაბული ორთაბრძოლები გოგონებშიც და ვაჟებშიც, ასპინძის გუნდებმა მოიგეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით კარგად ვითამაშებდით, მაინც ძალიან დაძაბული ვიყავით. მოწინააღმდეგები ძალიან კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვემარცხებინა და რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი აგვეღო", – ამბობს ასპინძის, სოფელ ნაქალაქევის სკოლის გუნდის კაპიტანი, გიორგი ინასარიძე.

გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი ამბობს, რომ ახალგაზრდებს სკოლაში არცთუ კარგი პირობები აქვთ სავარჯიშოდ და ამ ფონზე გუნდის წევრებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენეს: "ფინალში გასვლას ველოდი, მაგრამ, ჩემპიონები თუ გახდებოდნენ, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი გააკეთეს ბიჭებმა და ღირსეულად გაიმარჯვეს".

შედეგით იმედგაცრუებულები დარჩნენ მეორე ადგილზე გასული, ახალქალაქის, სოფელ ვაჩიანის გუნდის წევრები.

"წავაგეთ, მაგრამ მეორე ადგილიც გამარჯვებაა", – ამბობს გუნდის წევრი კარენ სიმონიანი.

ახალქალაქის გუნდის მწვრთნელი სედრაქ იგიტიანი ამბობს, რომ დღეს ახალციხეში გამარჯვებისთვის იყვნენ ჩამოსული: "მაგრამ არ ვიცი რა მოხდა და წავაგეთ. მეორე ადგილიც არაა ცუდი, მაგრამ, მონაწილეებისთვის რთულია, რადგან მათ ნამდვილად შეეძლოთ გამარჯვება".

სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პირველ ადგილზე გასული გოგონები, გამარჯვების მიუხედავად, საკუთარი თამაშით უკმაყოფილოები არიან.

"ცოტა სუსტი თამაში იყო, უკეთესად შეგვეძლო", – ამბობს ასპინძის, სოფელ ჭობარეთის გუნდის წევრი თამარ გვირჯიშვილი.

მათი მწვრთნელი მედგარ ჯვარიძეც სკოლაში, მომზადებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობაზე საუბრობს: "სამწუხაროდ, ჩვენ დარბაზი არ გვაქვს და გარეთ, ღია ცის ქვეშ გვიხდებოდა თამაშები. რაიონის პირველობაში გამარჯვების შემდეგ დაგვიზამთრდა, არადა რეგიონის პირველობისთვის ვიყავით მოსამზადებლები. ამიტომ, სხვა სოფლების სკოლებში დავდიოდით, საფდაც დარბაზები იყო და იქ ვემზადებოდით".

"გვინდოდა მოგვეგო, ვემზადებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს უკეთესი მომზადება გვჭირდებოდა", – ამბობს მეორე ადგილზე გასული, ადიგენის, სოფელ ლელოვნის გუნდის წევრი ლიკა გაგლოევი.

მათი მწვრთნელი ფირუზ კუბლაშვილი კი ამბობს, რომ ამ მასშტაბით გოგონებმა პირველად ითამაშეს, ამიტომ, ამ ფონზე მეორე ადგილიც ძალიან კარგია: "ცოტა უკეთესად შეეძლოთ, მაგრამ, მაინც კმაყოფილი ვარ".

პირველ–მეორე ადგილზე გასული გუნდები ოლიმპიადია მასპინძელი, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, მსგავსი ოლიმპიადები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ განვითარდეს სპორტი“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მოკლედ ოლიმპიადის შესახებ


► საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრები ტარდება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის.

► „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ - ის რეგიონული თამაშები 24 თებერვალს დაიწყო და აპრილის ბოლომდე გასტანს. ოლიმპიადაში წელს საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

► ოლიმპიადა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის სპორტის ეროვნული ფედერაცია. „ოლიმპიადა 2018“-ის გენერალური სპონსორი VTB ბანკია.

► სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მე-4 წელია ტარდება. იგი სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს. რეგიონულ თამაშებს, ოლიმპიადის დებულების თანახმად, რეგიონის ცენტრალური ქალაქები მასპინძლობს. შემდეგი ეტაპი იქნება ზონალური თამაშები, რომელიც მაისში გაიმართება, ხოლო ივნისის თვეში ოლიმპიადის ფინალური თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

► ფინალისტები, რომლებიც მოიპოვებენ 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს, მომავალ წელს 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან, სადაც 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობის მისაღებად საგზურის მფლობელებს გამოავლენენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში