FM97.5 / LIVE

საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 15.03.2018
ახალციხის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული მასალები ხმაურის ფონზე განიხილეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ მოსახლეობას აქტიურად ხვდებიან, რედაქცია კი წერს, რომ არაფერს აკეთებენ.

საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ

დღეს, 15 მარტს, ახალციხის საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა მხოლოდ ერთი, სოფელ ურაველიდან აგარის მონასტრის მიმართულებით გზის პროექტისთვის თანხის მატების საკითხი განიხილეს. დაახლოებით ხუთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის 900 ათას ლარიან პროექტს 700 ათასი დაუმატეს.

ვიდრე სხდომა დასრულდებოდა, ერთ–ერთმა დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა განაცხადა, რომ მას „სამხრეთის კარიბჭეში“ 23 თებერვალს გასული გადაცემის შესახებ სურდა საუბარი. გადაცემა ეხეობდა იმას, რომ დეპუტატებს ბოლო სამი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ. ასევე, ადგილობრივებს საკრებულოში სხდომების გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამ დღეს, „კვირის აქცენტის“ სტუმრები საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ასევე ფერსა–გიორგიწმინდა–მუგარეთის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტალახაძე იყვნენ.

„23 თებერვალს „სამხრეთის კარიბჭეში“ საუბრობდით იმაზე, რომ მოსახლეობას არ ვხვდებით, ასე არ არის, მოვიტანე მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრების ოქმები. ვიცი, რომ სხვა დეპუტატებიც აქტიურად ხვდებიან ხალხს. მეგონა, რომ ამის შესახებ თქვენც საქმის კურსში იყავით და გადაცემაში იტყოდით, რომ მე ვხვდები მოსახლეობას“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს გელა ნოზაძეს, „სამხრეთის კარიბჭეს“ კი 21, 22 და 23 თებერვალს გამართული სხდომების შესახებ წერილობითი ინფორმაცია გადასცა, იმის დასტურად რომ ვიდრე რედაქცია ამ თემით დაინტერესდებოდა იგი მოსახლეობას ხვდებოდა.

თუმცა, „სამხრეთის კარიბჭემ“ მოსახლეობასთან დეპუტატების საჯარო შეხვედრების შესახებ პირველი მასალა, 20 თებერვლას გამოაქვეყნა. ბაბოიანის მიერ ხალხთან შეხვედრების დამადასტურებელი პირველი დოკუმენტი კი 21 თებერვლით თარიღდება.

ბაბოიანის მსგავსად, დეპუტატი ზოია ბალიაშვილიც ირწმუნება, რომ იგი მოსახლეობას ხშირად ხვდება, თუმცა, რატომღაც მასალები ისე შუქდება, რომ დეპუტატები თითქოს არაფერს აკეთებენ: „როცა ხალხს სჭირდება, მივდივართ, როცა რამე უჭირთ, გვერდით ვუდგავართ. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთადაც ვიყავი გზა რომ იყო ერთ ქუჩაზე დასაგები და განათება გასაკეთებელი. ხშირად სკოლაშიც მაკითხავენ, იციან, რომ იქ ვმუშაობ და მოდიან“.

შეკითხვებზე, თუ გაუმართავს ამ დრომდე საჯარო შეხვედრა, ან კრება მოსახლეობასთან, ან შეხვედრების დამტკიცებული განრიგი თუ აქვს, ზოია ბალიაშვილის ნაცვლად, დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ გვიპასუხა: „ასეთი რამე გინახავთ?! ამხელა საკრებულო ვსხედვართ და ანგარიშს ვაბარებთ რიგით ჟურნალისტს, რომელიც თავისი ინიციატივით განრიგს გვთხოვს. რატომ პასუხობთ მის კითხვებს?! ჟურნალისტებმა ჯერ თვითმმართველობის კოდექსი წაიკითხონ“.

პასუხის ნაცვლად შეკითხვითვე მიმართა „სამხრეთის კარიბჭეს“ ბალიაშვილმა: „როცა წინასაარჩევნოდ ყველგან დავდიოდით ხალხთან შეხვედრებზე და არჩევნები მოვიგეთ, მაშინ რატომ არ აშუქებდით ამას?! გააშუქეთ რომელიმე დეპუტატის შეხვედრა მაშინ ხალხთან?! ჩვენ რომ არაფერი არ გვეკეთებინა, აქ არ ვიქნებოდით ახლა!“

„სამხრეთის კარიბჭე“ რომ „მხოლოდ ცუდის დასაწერადაა ჩასაფრებული“, ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი გვარამაძემაც განაცხადა: „თქვენ საკრებულოს მაკონტროლებლები ხართ თუ როგორაა?! ჩასაფრებულები ხართ, რომ რამე გამოააშკარავოთ, კარგზე დაწერეთ, რატომ არ წერთ?!“

გვარამაძეს დაეთანხმა მის გვერდით მჯდომი დეპუტატი ვლადიმერ კურტანიძე: „თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, სხდომების ოქმები თუ ის, როგორ ვმუშაობთ ჩვენ ხალხთან?!“

საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ

დეპუტატებს სიტყვა ისევ თამარ გოგოლაძემ ჩამოართვა, თუმცა ამჯერად მან „სამხრეთის კარიბჭის“ ის მასალა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც იგი, მაშინ როცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გოგოლაძის თქმით, მაშინ აღნიშნულ სტატიას საკრებულოს სხდომის დარბაზში გადაღებული ფოტო დაერთო.

„ისეთი სურათი დადეთ, რომელშიც სიცხე მქონდა და ცუდად გამოვიყურებოდი. ანტიპიარს აკეთებთ ამით. თან ის ამბავი საკრებულოს არ ეხებოდა. მაშინ ეგ სურათი, სამინისტროს იურისტებიდან დაწყებული, ყველას ვაჩვენე. ერთი წელი დამქონდა ეგ წერილები“, – განაცხადა სხდომაზე გოგოლაძემ.

მან სხდომაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ მოსთხოვა, რომ ამის შემდეგ თუ რედაქცია სხდომის დარბაზში მისთვის გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას გადაწყვეტს, მას პირადად შეუთანხმოს: „ჩემს პირადს ეხებით, როცა ჩემი სურათის დადება გინდათ, პერსონალურად შემითანხმეთ!“

„ეგ სხვა საკითხია, ეგ არ არის ახლა საინტერესო“, – შეწყვეტინა გოგოლაძეს საუბარი ბალიაშვილმა და მან „სამხრეთის კარიბჭეს“ მანამდე დასმული შეკითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა, – სად იყავით არჩევნების დროს ხალხს რომ ვხვდებოდით?! თქვენ სადღაც ნახავთ ისეთ მომენტს, რომ რაღაცაში ჩაგვიჭიროთ და რაღაცა ისეთი დაგვიწეროთ, რომ თავმოსაჭრელი კი არაფერი არ არის აქ, მაგრამ მაინც ჩვენი მინუსები დაინახოთ. არაფერს აკეთბენ დეპუტატებიო, ეგ არ უნდა დაგეწერათ. ჩემ მოსახლეობასთან ყოველთვის მივდიოდი და მივალ ისევ“.

"სამხრეთის კარიბჭეს" შეკითხვაზე, თუ დეპუტატები მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს აქტიურად მართავენ, მაშინ ამის შესახებ რატომ არ აქვს ინფრომაცია საკრებულოს თავმჯდომარეს და საერთოდაც აქვთ თუ არა დეპუტატებს თავმჯდომარესთან კომუნიკაცია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოსო კაპანაძემ გვიპასუხა: „ჩვენ ისე არ ვაკეთებთ არაფერს, ყველამ ყველაფერი იცის“.

დავაში არ ჩართულა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე. სხდომის დასრულებამდე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ დრომდე დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგი დამტკიცებული არ არის. აღნიშნულ განრიგს საკრებულო მომავალ სხდომაზე დაამტკიცებს.

„ოთხშაბათს გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელზეც საჯარო შეხვედრების განრიგს დეპუტატებთან პერსონალურად შევათანხმებთ და დავამტკიცებთ. განრიგი გამზადებული გვაქვს, უბრალოდ დასატმკიცებლად სანამ გავიტანთ დღეების და თარიღების დეპუტატებთან შეთახნმება გვჭირდება“, – განაცხადა ნოზაძემ.

საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა
კვირის აქცენტი: დეპუტატები და შეუსრულებელი ვალდებულებები [Video]
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ბორჯომის საკრებულო  ბიუჯეტის განხილვას იწყებს