FM97.5 / LIVE

არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.03.2018
ახალციხის არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ და ახალაშენებული შენობის შიგნით მოაქცევენ.

არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ

ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის ეზოში აღმოჩენილი მე–18 – მე19 საუკუნის შენობის კედლები წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კუტლურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გადაწყვიტა, რომ სამცხე–ჯავახეთის არქივი ისევ ამ ადგილზე აშენდება, თუმცა ამისთვის შენობის პროექტი შეიცვლება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლაზე უკვე მუშაობენ. გადაკეთებული პროექტი კი ისეთი უნდა იყოს, რომ მე–18 – მე–19 საუკუნით დათარიღებული შენობის კედლები ხელუხლებელი დარჩეს, გარედან შეიმინოს და მისი დათვალიერება შესაძლებელი გახდეს.

„არ ვიცით საბოლოო ვერსია ღირებულებას გაგვიზრდის, იგივეს დატოვებს თუ შეამცირებს. ვიდრე პროექტი არ დასრულდება, არც ის გვეცოდინება, ხელახლა გამოცხადდება ტენდერი თუ მშენებლობას იგივე კომპანია გააგრძელებს“, – აცხადებენ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და ამატებენ, რომ გადაკეთებულ პროექტს საბოლოოდ ისევ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეათანხმებენ.

გარდა არქივის შენობისა, ასევე მზადდება პროექტი არქეოლოგიური აღმოჩენის შესამინად. აღნიშნულ პროექტზე საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს.

„აქ მხოლოდ შემინვა არ მოხდება. ეს ისე გაკეთდება, რომ აღმოჩენილი არქეოლოგია კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდება და მისი დათვალიერება საინტერესოც იქნება. პროექტს ჩვენ მოვამზადებთ, დანარჩენს იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს“, – ამბობს საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელძღვანელი ნიკა ანთიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის გვერდით სამ სართულიანი კორპუსი შენდებოდა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხომერიკი და კომპანია“ ასრულდებდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა შპს–მ 1.349.731 ლარით გაიმარჯვა. ამ თანხით კომპანიას სამსართულიანი შენობა უნდა დაედგა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთის არქივი განთავსდებოდა, თუმცა მიწის სამუშაოების დროს მუშებმა ეზოში კედლები აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მუშაობა შეჩერდა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნის მიხედვით ივარაუდება, რომ „ შესწავლილი ნაგებობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც საყოფაცხოვრებო“.

არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა
სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა