FM97.5 / LIVE

‘ტაო’ ‘ფირალების’ წინააღმდეგ – ახალციხე რაგბის მორიგ შერკინებას უმასპინძლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2018
17 მარტს, 16:00 საათზე, ახალციხეში, ერთმანეთს სამცხე ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ და ქედის გუნდი "ფირალები“ დაუპირისპირდებიან.

‘ტაო’ ‘ფირალების’ წინააღმდეგ – ახალციხე რაგბის მორიგ შერკინებას უმასპინძლებს

შეხვედრა მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

„წინა სეზონშიც ვეთამაშეთ ქედას, ერთი თამაში წავაგეთ, ერთი მოვიგეთ. ამ წელს მათ წინა თამაში მოვუგეთ და ვფიქრობ, ახლაც უნდა მოვიგოთ“, – ამბობს ‘ტაოს’ წევრი გიორგი ვედიაკოვი.

სარაგბო კლუბს შემდეგი თამაში ზესტაფონის გუნდთან, ზესტაფონში ექნება.

მატჩი საქართველოს რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში იმართება. ჩემპიონატს საქართველოს რაგბის ფედერაცია ატარებს. ჩემპიონატში გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ. თამაშები ორ ნაწილადაა გაყოფილი, ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში.

ჩემპიონატი მაისში დასრულდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
64:10 – 'ტაომ' 'ფირალები' დაამარცხა  [Photos]
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება
‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს