FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 14.03.2018
საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს ეფექტურად წარმართონ და დროულად დაასრულონ სოფელ ვალეში, კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე დაწყებული გამოძიება.

ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი

12 მარტს სოფელ ვალეში მომხდარზე დღეს 14 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველის განცხადებით, ძალიან მინიშვნელოვანი ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება.

შეგახსენებთ, ვალეში მომხდარს სამართალდამცველები რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით იძიებენ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება. ასევე რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

"სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ. სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ,
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს სამლოცველოს გვერდით, 12 მარტს, საღამოს, კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს. სოფელში 600–მდე კომლი ცხოვორობს. მათი ნაწილი კათოლიკეა, ნაწილი კი მართლმადიდებელი. ვალეში არის როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური მოქმედი ტაძრები. სალოცავი, სადაც შემთხვევა მოხდა, რომელიმე ეპარქიის დაქვემდებარებაში არ არის. ამ სალოცავში ადგილობრივების მიერ მიტანილი რელიგიური სიწმინდეებია, როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური. სალოცავში ორივე კონფესიის წარმომადგენლები დადიან.

ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არასდროს ყოფილა და არც ეს სალოცავი გამხდარა როდესმე სადავო.

ამ თემაზე იხილეთ მასალები:


ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო

მიტროპოლიტი თეოდორე ვალეში მომხდარზე: ‘ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა’

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’

NGO-ები: 'შესაძლოა ვალეში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს'

გამოკითხვა: რას უკავშირებთ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
კვირის აქცენტი: დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმე [Video]
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმეზე ათობით მოწმე დაკითხეს