FM97.5 / LIVE

ბოლაჯურში ბაღის შემკეთებელი კომპანია დააჯარიმეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 14.03.2018
ადიგენში დააჯარიმეს კომპანია, რომელიც სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღს არემონტებდა. კომპანიას ჯარიმა რემონტის დასრულებამდე გამოვლენილი ხარვეზების გამო დააკისრეს.

ბოლაჯურში ბაღის შემკეთებელი კომპანია დააჯარიმეს

სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისთვის, მერიამ ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანია, შპს „მშენებელი 2013“– ს ხელშეკრულება ამავე წლის 10 სექტემბერს გაუფორმა.

კომპანიას შენობის გარე და შიდა კედლების შეკეთება, ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, იატაკის დაგება, სველი წერტილების, ელექტროგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაევალა. სამუშაოები 118 500 ლარად უნდა შესრულებულიყო.

„მშენებელი 2013“– ს სამუშაოები 2018 წლის 8 თებერვლამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა, ვიდრე რემონტი დასრულდებოდა, ბაღში ახალდაგებული იატაკი და კედლები დაზიანდა.

„კარგად უნდა გამომშრალიყო და ისე დაგებულიყო პარკეტი და შეღებილიყო კედელი. ამოიბურცა ორივე ნაწილი და თავიდან გასაკეთებელი გახდა“,– ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ გიორგაძე.

ამ ხარვეზების გამო, „მშენებელი 2013“, 3000 ლარით დაჯარიმდა. ბაღის შენობა კი მერიას, 8 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს ჩააბარა.
„შევამოწმეთ და ჯერ–ჯერობით ყველაფერი წესრიგშია. ახლა ინვენტარს ვალაგებთ“, – გვითხრეს ადიგენის მერიაში.

ბოლაჯურში საბავშვო ბაღის გახსნა მარტის ბოლოსთვის იგეგმება. დაწესებულებაში მიმდებარე სოფლების ბავშვებიც ივლიან.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში, საბავშვო ბაღი რემონტდება
წყალთბილაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება