FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

მთავარისიახლე, სამართალი 14.03.2018
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ახალციხის საკრებულომ გათავისუფლებული თანამშრომლები ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი, სამსახურში უნდა დააბრუნოს, საკრებულო ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს.

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლების ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის საქმეზე სარჩელი უკვე შედგენილია და მათი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში დღეს, 14 მარტს, შეიტანს.

„ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს სარჩელს წარმოებაში მიიღებს და გადაწყვეტილებას გააბათილებს“, – ამბობს გელა ნოზაძე.
ისევე როგორც, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ზემდგომ ინსტანციაშიც ახალციხის საკრებულოს ინტერესებს დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე დაიცავს.

რა თანხას გადაუხდის საკრებულო პაატა კიკვიძეს, საკრებულოში ამას კვლავ არ ამხელენ. ამბობენ, რომ ეს საქმის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, მათი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნიეს. მათ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს წინააღმდეგ – სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]
გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა