სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

NGO-ები: 'შესაძლოა ვალეში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს'

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის შემთხვევა შსს–ს იმ დეპარტამენტმა უნდა მოიკვლიოს, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს კურირებს.

NGO-ები:  'შესაძლოა ვალეში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს'

მათი შეფასებით, კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე ‘მთავარი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას’.

„რადგან ფაქტი ძალიან ფაქიზ საკითხს ეხება, მისი დროული გამოძიება, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უმნიშვნელოვანესია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საკითხის არასწორად ინტერპრეტირება მოხდეს, ამან კი ვალეში მცხოვრებ კათოლიკე და მართლმადიდებელ თემში შუღლი გამოიწვიოს“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რადგან სალოცავთან მხოლოდ კათოლიკური რელიკვიები დაწვეს, მომხდარი მათ წინააღმდეგაა მიმართული.

„შესაძლოა ეს იყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. თუმცა, ვიდრე არ შევისწავლით რა მოხდა, ამის გადაჭრით თქმა გაგვიჭირდება. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილმა დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს კურირებს“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტირინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ქეთი ჩულაშვილი.

ვალეში მომხდარი რომ შესაძლოა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს, ამაზე „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინიციატივას“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძეც საუბრობს: „ეს შეუწყნარებლობის გამოვლინებაა. ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ ჰქონია, რომ თავიანთ რწმენასა და ეროვნულობას ასეთი ქმედებებით იცავენ. ამ ფაქტს დაგმობა სჭირდება. ყველას ყურამდე უნდა მივიწვდინოთ ხმა იმის შესახებ, რომ ამის გაკეთება სირცხვილია“.

მშვენიერაძის მოსაზრებას იზიარებს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულია: „ამ ფაქტზე რომ ძიება არ დაწყებულიყო, მაშინ ეს მომხდარის წახალისება იქნებოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა კათოლიკე და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაპირისპირების მაპროვოცირებელი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2018 ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22.05.2018 ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია დასრულდა

22.05.2018 დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

22.05.2018 ახალციხის დატბორილ სოფლებში მძიმე ტექნიკა მუშაობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
კვირის აქცენტი: დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმე [Video]
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]