FM97.5 / LIVE

ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია

მთავარიეკონომიკა 05.06.2013
მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, აღმაშენებლის ქუჩა ისევ არ მოხვდა. ახალქალაქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ქუჩის მოსაწესრიგებლად თანხის დახარჯვა არ უღირთ.

ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება. ახალქალაქმა სამინისტროს 12 პროექტი წარუდგინა, საიდანაც 8 პროექტი დამტკიცდა. ამ პროექტების მთლიანი ღირებულება 3 მლნ ლარზე მეტია.

დამტკიცებულ პროექტებს შორისაა: ასფალტის დაგება ჯავახეთის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე (ჯავახეთიდან ქუჩის ბოლომდე), ჩარენცის ქუჩაზე (ჯავახეთის ქუჩიდან ბოლომდე), ბორის ლომსაძის ქუჩაზე (მალხასიანიდან ზემოთ ბოლომდე), თავისუფლების ქუჩაზე (ჯივანის ძეგლიდან ქალაქის სასაფლაომდე). ასევე, დამტკიცებულია სამი პროექტი სოფლებში, ესაა ორი წყალსადენის – სოფელ აზავრეთის 9 კმ–იანი და სოფელ იხტილას 2 კმ–იანი წყალსადენების გამოცვლა; მოგვარდება სოფელ არაგვაში სარწყავი წყლის ტუმბოს პრობლემაც, რითაც ჯამში 600–700 ჰექტარი მოირწყვება.

თავდაპირველად დამტკიცებულ რვა პროექტში ჯავახეთის ქუჩა არ შედიოდა. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მტკიცედ მოითხოვა, რადგან მას დიდი დატვირთვა აქვს და მწყობრიდან სრულად გამოსულია. შედეგად ქუჩის მოასფალტება გადაწყდა. სამუშოები ერთ თვეში უნდა დაიწყოს.

ქალაქში გზების პატარ-პატარა მონაკვეთებზე ასფალტი ადგილობრივი სახსრებით დაიგება. ეს მონაკვეთებია: დემირჩიანის ქუჩის ნაწილი დასაწყისიდან ლომსაძის ქუჩასთან გზაჯვარედინამდე, ვაზგენ სარგსიანის ქუჩის ნაწილი ენგელსამდე და მკრტიჩ სარგსიანის ქუჩის გასული წლიდან დარჩენილი ნაწილი.

თუმცა, აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების საკითხი, რომელიც მოსახლეობის ნაწილს წლებია ძალიან აწუხებს, წელსაც არ მოგვარდება. ეს ქუჩა ქალაქის ცენტრალური გზაა და მასზე ძირითადად საცხოვრებელი მაღალსართულიანი სახლებია განლაგებული. ქუჩაზე ასფალტი დაგებულია, თუმცა ზოგიერთ ადგილას ტროტუარი არ არის და წვიმიან ამინდში ფეხით მოსიარულეებს ქუჩის სამანქანო ნაწილზე უწევთ სიარული, რის გამოც მუდმივად იქმნება ავარიული სიტუაციები. ბოლო 10–15 წელიწადში ქუჩის ამ უტროტუარო ნაწილებში ფეხით მოასიარულეთა გარდაცვალების არაერთი შემთხვევა იყო.

ინგა ჰოვჰანისიანი აღმაშენებლის ქუჩის ერთ–ერთ მრავალსართულიან სახლში ცხოვრობს. ყოველდღე, სამსახურში მიმავალს, აღმაშენებლის ქუჩაზე უწევს გავლა.

„ძალიან სახიფათო ქუჩაა. ქალაქში შემოსული მანქანები ძალიან სწრაფად მოძრაობენ, ქუჩაზე კი ტროტუარები არ არის. ხალხი იძულებულია სავალ ნაწილზე იაროს. წვიმიან ამინდში საერთოდ საშინელებაა, ან ტალახში უნდა ამოისვარო ან ქუჩაში იარო და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენო. ყოველთვის, როცა ბავშვთან ერთად გავდივარ ქუჩაში, შიშისგან გული მისკდება“, – ამბობს იგი.

აღმაშენებლის ქუჩა სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა. აქ ტროტუარების არსებობის პრობლემა უკვე მრავალი წელია აქტუალურია, თუმცა საკითხი წელსაც ღიად რჩება, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წელს ჯავახეთის ქუჩის მოასფალტებაც საკმარისია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღმაშენებლის ქუჩა ტროტუარებთან ერთად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა გარემონტებულიყო.

„მაშინ ქუჩებზე ასფალტი იგებოდა „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამით, რომელიც წალკიდან იწყებოდა და კარწახამდე აღწევდა. თავდაპირველი პროგრამის ფარგლებში გზას ქალაქში უნდა გაევლო, მაგრამ შესაბამისი გათვლების შემდეგ გადაწყდა, რომ ამდენი ტექნიკის თავმოყრა ქალაქში არასწორი იქნებოდა და გზის ქალაქში გამავალი მონაკვეთი ამოიღეს ანუ ქალაქს გვერდი აუარეს. ამიტომ გზა იმ დროიდან დაუმთავრებელი დარჩა. თავიდანვე პროექტი რომ ყოფილიყო, ჯავახეთის ქუჩაც იქნებოდა და აღმაშენებელსაც ექნებოდა ტროტუარები“, – ამბობს ვაან ბატოიანი.

მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ესმის და წუხს ამ ქუჩაზე ტროტუარების არარსებობით გამოწვეულ საფრთხეზე, თუმცა დღეისთვის ამ პრობლემის გადაჭრა საკუთარი სახსრებით გაუმართლებლად მიაჩნიათ.

„ტროტუარების ხარჯი დაახლოებით 100,000 ლარს შეადგენს, მაგრამ ისინი (ცენტრალური ხელისუფლება) დაგვპირდნენ, რომ ქუჩას გაგვირემონტებენ, ამ შემთხვევაში კი ქუჩას ან აამაღლებენ ან დაადაბლებენ და ჩვენი დახარჯული 100 ათასი ლარი ერთ წელიწადში უაზროდ დაიკარგება. ჯავახეთის ქუჩაზე ასფალტის დაგების დასრულების შემდეგ ამ ქუჩას დავიწყებთ, რადგან რამდენი სასიკვდილო შემთხვევაა. ქალაქის ნახევარი იმ ნაწილში ცხოვრობს და ჩვენ გვინდა, რომ გზა ქარხნამდე მაინც ტროტუარით იყოს“, – ამბობს ბატოიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაუსრულებელი მოასფალტება
მეტი ასფალტირებული გზა და ახალი წყალსადენები სოფლებში

ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე  გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
მოსათიბი ტროტუარი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე [Photo]
'უტროტუარო ქალაქი' [ფოტო]
ორი ქუჩა ერთ ქუჩაზე
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა