სეს: აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი დაბალია [Video] »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სეს: აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი დაბალია [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას გავრცელების ალბათობა მაღალი არ არის.

სეს: აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას  გავრცელების რისკი დაბალია [Video]

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, რომლის მიხედვითაც, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.



სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.

რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ ინსექტიციდებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.

აზიური ფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გვხვდება.

მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

[sknews.ge]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში
სეს: ხორბალში აღმოჩენილი მავნებელი აზიური ფაროსანა არ არის
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში
საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
სეს: აზიურ ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა, რაოდეობა კი - შემცირებული
ფერომონები თბილისშიც დამონტაჟდება
სეს: კახეთში ფერომონიან დამჭერებზე ფაროსანა არ დაფიქსირდა