FM97.5 / LIVE

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
სახალხო დამცველის აპარატმა, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, კათოლიკური სიწმინდეების დაწვის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ფოტო: © შოთა გიქოშვილი


უწყებაში აცხადებენ, რომ მათი საკონტაქო პირი სამცხეში გულო კოხოძე უკვე ვალეში იმყოფება და მომხდარს იკვლევს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს. ამბობენ, რომ განცხადებას მას შემდეგ გაავრცელებენ, როდესაც შესწავლა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ვალეში მომხდარს ვანდალიზმად აფასებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ამ ქმედების მიზანი ადგილობრივების დაპირისპირებაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

21.09.2018 შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება

21.09.2018 მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
მიტროპოლიტი თეოდორე ვალეში მომხდარზე: ‘ეს ეკლესიის შეურაცხყოფაა’
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]