FM97.5 / LIVE

სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 13.03.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო. სოფიო შევჩენკო თვითმმართველობას მობილობის წესის დარღვევას ედავება და პოზიციაზე აღდგენას ითხოვს.

სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო

სოფიო შევჩენკო, ქალაქისა და თემის გაერთიანებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტების დამუშავების საკითხებში მესამე რანგის მესამე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი იყო. იგი ფიქრობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან თვითმმართველობის რეორგანიზაციის შემდეგ, შტატი არ გაუქმებულა.

„მობილობის შედეგად უნდა დავენიშნე ისვე ჩემს პოზიციაზე, ანდა, სხვა, ტოლფას პოზიციაზე. თუმცა პირდაპირ გამათავისუფლეს“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე სოფიო შევჩენკომ.

მოპასუხე მხარის, ახალციხის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსის ბაია იველაშვილის განმარტებით, თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ მერიაში 85 შტატი 63–მდე შემცირდა: „იქამდე თუ ცალკე იყო საქმის წარმოება და საარქივო დოკუმენტების დამუშავება, რომელიც სოფიო შევჩენკოს ეხებოდა, ახლა ეს საქმე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს შევუთავსეთ და პოზიციის დასახელება ასეთია: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო საკითხებში. ეს პოზიცია კი არც შევჩენკოს კომპეტენციაა და არც მისი ტოლფასი თანამდებობა“.

აღნიშნულ პოზიციაზე ამ ეტაპზე მარინე პარუნაშვილი მუშაობს. მოსამართლე გია ბერაიამ მხარეებს საქმეში მესამე პირად მისი ჩართვა შესთავაზა, რაზეც მხარეებმა თანხმობა განაცხადეს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 მარტს, 10:00 საათზე დაინიშნა.

სოფიო შევჩენკო, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის პირველი ივნისიდან მუშაობდა, სამსახურში იგივე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, ეს, ახალციხის თვითმმართველობის წინააღმდეგ დაწყებული, მეორე სასამართლო დავაა. მობილობის წესის დარღვევას ედავებოდა ახალციხის საკრებულოს ორი ყოფილი თანამშრომელი: ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი. მათ პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგეს. სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაავალა. თუმცა, საკრებულო საქმეს ასაჩივრებს, ამიტომ, ჯერ არცერთი მათგანი სამსახურში არ დაუბრუნებიათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავაზე მთავარი სხდომა იმართება
ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა
ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს