სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2018
ვალეში მდებარე ქრისტიანულ სალოცავში, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები მრავალი წელია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

შემთხვევა 12 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. გზის პირზე მდებარე სალოცავის გვერდით კედელთან, ასევე სასანთლეში, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

„ჩემ შვილთან ვიყავი და სახლში ვბრუნდებოდი ცეცხლი რომ დავინახე. კათოლიკური წიგნები და ხატები იწვოდა. ხალხიც იყო თავმოყრილი“, – ამბობს ვალეში მცხოვრები მართლმადიდებელი მზია ნასყიდოვი.

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

სოფელ ვალეში მცხოვრები 600–მდე კომლიდან ნაწილი კათოლიკე, ნაწილი კი მართლმადიდებელია. სალოცავში, რომელიც ადგილობრივების თქმით, საუკუნეების წინ აშენდა, მართლმადიდებლები და კათოლიკეები სალოცავად ერთად დადიან, თუმცა, როგორც სოფელში ამბობენ, მეზობლებს შორის დავის საგანი ეს სალოცავი არასდროს გამხდარა.

„დაწვეს მხოლოდ კათოლიკური ხატები, მაგალითად წმინდა იოანე ბოსკოს ხატი, ასევე ვალეში კათოლიკური ეკლესიის შიდა ინტერიერის ფოტო. დამწვარია სრული ლოცვის წიგნებიც. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს კათოლიკეების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გააკეთა ვინმემ“, – ამბობს ვალეში მცხოვრები კათოლიკე შოთა გიქოშვილი.

არც მას და ფაქტის შემსწრე სხვა ადგილობრივებს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში არ დაურეკავთ.

„უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – აცხადებს გიქოშვილი.

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

ვალეში როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელი მრევლი მომხდარს ვანდალიზმად აფასებს და ფიქრობენ, რომ ამას მორწმუნე ადამიანი არ გააკეთებდა.

„ეს ალბათ ვიღაცა ისეთმა დაწვა, ვისაც ქრისტე საერთოდ არ სწამს. არც კათოლიკე და არც მართლმადიდებელი ისე არ ჩავივლით აქ, პირჯვარი რომ არ გადავიწეროთ და სანთელი არ ავანთოთ. შესაძლოა, ვინმე ისეთმაც დაწვა, ვისაც ჩვენ შორის შუღლის გაჩენა უნდა“, – აცხადებს მართლმადიდებელი ფატმან ჩუბინიძე.

ვერაფერს უკავშირებს მომხდარს კათოლიკე მერაბ გოზალიშვილიც: „არასდროს ჩვენ შორის დაპირიპსირება არ ყოფილა. იმედია ამის მერე არ დაიწყებენ პროვოკაციებზე ხალხის წამოგებას. წლებია ერთად ვცხოვრობთ და მსგავსი არაფერი მომხდარა“.

მრევლის მოსაზრებას იზიარებენ, როგორც კათოლიკე ასევე მართლმადიდებელი წინაღმძვრები ვალეში.

„თბილისში ვარ, თქვენგან მესმის პირველად მომხდარის შესახებ. არ ვიცი ვის შეიძლება გაეკეთებინა. ღმერთმა გაუნათოს გონება ვინც ეს ქნა. მრევლს შორის დავა და დაპირისპირება არასდროს ყოფილა“, – ამბობს მართლმადიდებელი მღვდელ–მონაზონი იობ ბრეგვაძე.

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

ვის შეიძლება დაეწვა ხატები და ლოცვები, ეს არც ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა მიხაილ სურმავამ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ეს იმან გააკეთა ვინც კათოლიკეების წინააღმდეგ გამოდის, რადგან აქ მხოლოდ კათოლიკური ხატები დაწვეს და არა მართლმადიდებლური. ვფიქრობ ამის ჩამდენს სურს, რომ ვალეში კათოლიკე და მართლმადიდებელი მრევლი ერთმანეთს დაუპირისპიროს“.

ამ ფაქტის შემდეგ მახაილ სურმავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 25 მარტს ბზობის დღესასწაულზე მრევლის ტრადიციული მსვლელობა სწორედ ამ სალოცავიდან დაიწყონ: „ჩვენ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ვარსებობთ“.

შეკითხვაზე, რატომ არ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს, სურმავა გვპასუხობს: „მშვიდად უნდა მივიღოთ ის რაც მოხდა და ყურადღებით შევაფასოთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან მომხდარის შესახებ შეტყობინება არ შესულა: „მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ფაქტი ინტერნეტით გავრცელდა, პოლიციელებმა მოკვლევა დაიწყეს. ჯერ არ ვიცით გამოძიებაც დაიწყება თუ არა“.

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.05.2018 ‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

22.05.2018 ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22.05.2018 ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია დასრულდა

22.05.2018 დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’
კვირის აქცენტი: დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმე [Video]
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო