FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.03.2018
ბორჯომის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იგი დოკუმენტის მიღების შემდეგ გადაწყვეტს, მერიას განუხილველად დაუბრუნებს მას, თუ სხდომაზე გაიტანს.

ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი დოკუმენტი უკვე მეხუთედ დღეს, 12 მარტს უნდა მიეღო.

„ჯერ არაფერი მიგვიღია“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

ვიდრე საკრებულო დოკუმენტს არ მიიღებს, ჩაჩანიძეს უჭირს თქმა, გაიტანს ამ საკითხს სხდომაზე განსახილველად თუ მერიას განხილვის გარეშე დაუბრუნებს შესასწორებლად: „დოკუმენტს რომ ვნახავთ, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხელფასების მატების წინააღმდეგი ვართ. უბრალოდ იმ ოდენობას არ ვამტკიცებთ, როგორც ეს მერიას უნდა. თუ შეცვლილი ფორმით მივიღეთ დოკუმენტი, ალბათ გავიტანთ სხდომაზე. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაზა ჩაჩანიძემ ბოლოს, 5 მარტს წარდგენილი დოკუმენტი მერიას განუხილველად იმის გამო დაუბრუნა, რომ თუ მას სხდომაზე გაიტანდა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მხარს დაუჭერდა.

„არ ვიცი ვინ რას დაუჭერს მხარს, მაგრამ მე ამ დეპუტატებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ბორჯომს ჰყავს არჩეული მერი და საჭიროების შემთხვევაში მას ვესაუბრები“, – აცხადებს ჩაჩანიძე.

მისივე თქმით, როგორც კი დოკუმენტს მიიღებს, თუ სხდომაზე მის გატანას გადაწყვეტენ, სხდომის თარიღი მალევე დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე ოთხჯერ მიმართა. მეოთხედ საკრებულოს 9 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო 9 მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა.

ამავე დღეს ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ საკრებულოს განსახილველად ისევ იგივე, 5 მარტს გადაგზავნილ დოკუმენტს წარუდგენდა. მერმა საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

21.09.2018 შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება

21.09.2018 მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის მერი 10 მარტს ბრიფინგს გამართავს
ლევან ლიპარტია: ხელფასის ზრდაზე უარი განვაცხადე, საკრებულო კი მიმატებს, ეს პროვოკაციაა
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან