სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საძელიდან ახალციხეში ფეხით დადიან – სოფელი მიკროავტობუსს ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2018
ახალციხიდან 5 კმ–ით დაშორებულ სოფელ საძელში მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ.

საძელიდან ახალციხეში ფეხით დადიან – სოფელი მიკროავტობუსს ითხოვს

საძელი – ახალციხის მიმართულებით მოძრავმა ‘მარშუტკამ’ ბოლო ‘რეისი’ ერთი წლის წინ შეასრულა. მას შემდეგ, ვისაც ქალაქში საქმე აქვს, ან მანქანიან თანასოფლელს დაეძებს, ან ქალაქამდე მიმავალ 5–კილომეტრიან გზას, ფეხით მიუყვება.

„თუ რომელიმე თანასოფლელი არ მიდის ქალაქში, იძულებული ვართ ფეხით ჩავიდეთ, რომ ან წამალი ვიყიდოთ და ან სხვა საქმე გავაკეთოთ. ყველას კი არ გვყავს სახლში მანქანა, ჩვენს ნებაზე რომ ვიაროთ“,– გვეუბნება ადგილობრივი ზავერთ თორესიანი.

ადგილობრივების თქმით, აქამდე მათ პატარა პამაჯის სამგზავრო მიკროავტობუსი ემსახურებოდათ, რომელიც მიმდებარე სოფლებშიც გადადიოდა. მათი ვარაუდით, ახლა ტრანსპორტმა სხვა მიმართულებით დაიწყო სიარული.

„ჩვენსკენ გზა არ არის კარგი, ახალციხიდან მარშუტკები სხვილისის მიმართულებით მიდიან პამაჯამდე და უკან ბრუნდებიან. ჩვენამდე აღარ მოდიან და დავრჩით ასე“, – ამბობენ საძელში.

ადგილობრივების ვარაუდს არ ადასტურებს შპს „ბორდის“ ხელმძღვანელი ელდარ დალალიშვილი, რომელიც საძელის, პატარა პამაჯის, ყულალისის, ორალისა და ხაკის მოსახლეობას ორი სამგზავრო ტრანსპორტით ემსახურებოდა.

„მარშუტკებს მიმართულებები არ შეცვლიათ. მძღოლებს ხელშეკრულებები შევუწყვიტე, იმიტომ, რომ ხანში შევიდნენ და კარგად ვეღარ მართავდნენ, შესაბამისად, მომჩივანიც მეტი ჰყავდათ. ვერავინ ვნახე გამოცდილი და ახალგაზრდა მძღოლი, რომ დამესვა. იძულებული გავხდი ამ სოფლებში მარშრუტკა აღარ გამეშვა“, – ამბობს შპს „ბორდის“ ხელმძღვანელი და ამატებს, რომ თუ ამ სოფლებიდან ვინმე გამოთქვამს მძღოლობის სურვილს, მარშრუტს ნებისმიერ დროს აღადგენს.

დალალიშვილისგან ვიგებთ, რომ მან იგივე მიზეზით ხელშეკრულება შეუწყვიტა კიდევ ორი სოფლის: ჭვინთისა და ელიაწმინდის მძღოლებსაც. ტრანსპორტი ახლა არც ამ სოფლებს ემსახურება.

ახალციხის 46 დასახლებიდან, დღეის მდგომარეობით, ქალაქთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვიდ სოფელს არ ჰყავს. შვიდივე სოფელს შპს „ბორდი“ ემსახურებოდა. „ბორდმა“ მიკროავტობუსის გარეშე სოფლების: საძელის, პატარა პამაჯის, ყულალისის, ორალის, ხაკის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მცხოვრებლები დატოვა.

ახალციხის დანარჩენი სოფლებიდან 25–ში შპს „ჯეოტივის“ ტრანსპორტი დადის, 14–ში კი ისევ „ბორდის“.

საძელიდან ახალციხეში ფეხით დადიან – სოფელი მიკროავტობუსს ითხოვს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.05.2018 ‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

22.05.2018 ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22.05.2018 ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია დასრულდა

22.05.2018 დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ზაზა მელიქიძე ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს [R]
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
ახალციხის თემში ორი  ბაგა–ბაღი გაიხსნა
ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
ბაკურიანის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა
ახალციხიდან თბილისში მიმავალი 'მარშუტკა' ერთ საათზე მეტია გაფუჭებულია