FM97.5 / LIVE

რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2018
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს.

რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს

"ჩვენ, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არსდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე.

ია მამალაძე წლების განმავლობაში იყო "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიარეგულაციის გასაუმჯობესებელი არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიაექსპერტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში არსებულ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" (GRMA) მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში წარმოდგენილ კანდიდატურას ია მამალაძის სახით", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობს, ღია კონკურსის შედეგად სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურა უნდა შეირჩეს.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა
კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო