სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დღეიდან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2018
დღეს, 12 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო. კვირეულთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ გარკვეულ ღონისძიებებს გამართავს.

დღეიდან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

• 12-21 მარტი - უთვალავი ჭრელი წინდისკამპანია #წინდამინდა (წინდების შეძენა შესაძლებელია „ნიკორასა" და "ეკონომიქსის" მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“)

• 12 მარტი - 12:00 სთ - შშმ ბავშვთა მშობელთა თემის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა თემაზე - მინდობით აღზრდა, ბავშვზე მეურვეობა მზრუნველობა (ილიას უნივერსიტეტი; ი. ჭავჭავაძის 32; 101ა აუდიტორია)

• 16 მარტი - 14:00 სთ- რეგიონალური შეხვედრა კახეთიში მომუშავე ნეონეტოლოგებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ბავშვთა მიტოვების პრევენციის საკითხებზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრი; ქ.თელავი, აღმაშენებლის 1)

• 19 მარტი - 19:00 სთ- პერფომანსი „47=46 „ ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.99)

• 21 მარტი - 11:00 - 14:00 კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ - ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;(ქ.თბილისი, სასტუმრო რუმსი)

• 21 მარტი - ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს, 21 მარტი დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია "რას ვმატებ საზოგადოებას" (What I bring to my community).

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’- ახალგაზრდების აქცია ცნობიერების ასამაღლებლად
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ახალციხეში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს