სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.03.2018
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, კალათბურთში, პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს.

კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს

დღეს, 10 მარტს, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ. ოლიმპიადაში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდები იღებდნენ. ერთმანეთს გოგონების და ვაჟების გუნდები უპირისპირდებოდნენ.

ფინალში გოგონების გუნდებიდან ერთმანეთს შეხვდნენ ნინოწმინდის სოფელ განძის მეორე საჯარო და ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევის სკოლები. თამაში 7/4 ნინოწმინდის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ვიცოდი რომ უნდა მომეგო და ამ განწყობით ვთამაშობდი“, – ამბობს სოფელ განძის მეორე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სუსანა თანქამიანი.

ნინოწმინდის გუნდის მწვრთნელი ვაჰან პოღოსიანი ფიქრობს, რომ გუნდისთვის რეგიონის ფარგლებს გარეთ თამაში მარტივი არ იქნება და ამიტომ ბევრი ვარჯიში დასჭირდებათ: „სკოლაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისევ გავიმარჯვოთ“.

ნინოწმინდის გუნდთან დამარცხებულები, ასპინძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გააკეთეს: „მართალია დავმარცხდით, მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილები ვართ. მადლობა ნინოწმინდელებს, რომ ასეთი ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს“, – ამბობს ნაქალაქევის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანა მაისურაძე.

კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს

რაც შეეხება ვაჟების გუნდს, აქ ერთმანეთს ბორჯომის მესამე და ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლები შეხვდნენ. თამაში ანგარიშით 14/12 დასრულდა. გამარჯვება ბორჯომის გუნდმა მოიპოვა.

„ძალიან დაძაბული თამაში იყო, ემოცია ენით აღუწერელია, ძალიან მიხარია!“, – აცხადებს ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი სტეფანიანი.

როგორც ბორჯომის გუნდის მწვრთნელი მამუკა სამსონაშვილი ამბობს, მის გუნდმა წარმატებას და პირველ ადგილს რაიონულ ჩემპიონატში ადვილად მიაღწია, რეგიონულში კი ეს ასე მარტივი აღარ იყო: „ახალციხეში კარგად ნავარჯიები გუნდი დაგვხდა. გარდამავალი უპირატესობით დაძაბული ბრძოლა იყო. დამატებით დროში საბოლოო გამარჯვება ჩვენ გვხვდა წილად“.

დამარცხებული, ახალციხის გუნდის მწვრთნელი ბადრი ასპანიძე ამბობს, რომ მის გუნდს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა: „პირველ ადგილზე ფინალში გასვლა შეიძლებოდა, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. ჩემი ბავშვებით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ“.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე მეთოხე წელია ტარდება და როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების უფროსი გელა ძამუნაშვილი ამბობს, მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია: „აქამდე მხოლოდ ქალაქების სკოლები იღებდნენ მონაწილეობას, ახლა კი სოფლების სკოლების მოსწავლეებიც თამაშობენ“.

კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს

დღეს რეგიონის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები შემდეგ ეტაპზე, ზონალურ თამაშებში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალურ თამაშში კი, რომელიც ივნისში გაიმართება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გამოვლინდება. 2018 წლის ჩმეპიონის სტატუსის მქონეები 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2018“-ის გენერალური სპონსორი VTB ბანკია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მერიის გუნდმა მოიპვა
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა