FM97.5 / LIVE

ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს

მთავარი 04.06.2013
ახალციხეში ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის ემზადებიან. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში მთელი რეგიონი ჩაერთვება

ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
ფესტივალი 27 ივნისს დაიწყება და სამი დღის განმავლობში გაგრძელდება. ფესტივალის პირველ დღეს დაგეგმილია: გუნდების წარდგენა, სტუმრებისა და სპონსორების მისალმება, გოგონების მატჩი, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საპრიზო გათამაშება მაყურებლებისთვის და სპეციალური ამხანაგური მატჩი.

ფესტივალის ფარგლებში ყველა მონაწილეს საშუალება ექნება დაესწროს მესხეთის თეატრში სპეციალურ წარმოდგენას, რომელიც ბავშვებისთვის დაიდგა. ასევე მესხეთის თეატრში დიდ ეკრანზე ფესტივალის შესახებ მომზადებულ ფილმს აჩვენებენ.

გახსნის ცერემონიის შემდეგ მოწვეული სტუმრებისა და ყველა მონაწილე გუნდისთვის მოეწყობა რაბათის ტური. საღამო გაგრძელდება კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკალური და ცეკვის ანსამბლები.

გუნდის მწვრთნელებისა და მენეჯერებისთვის მოეწყობა სპეციალური შეხვედრა, სადაც ისინი გაცვლიან გამოცდილებას და გააღრმავებენ კონტაქტებს.

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართება გამარჯვებული გუნდებისა და ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. ფესტივალი ფეიერვერკით დაიხურება.

ახალგაზრდულ საფეხბურთო ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, სადაც 2007 წლიდან 2011 წლამდე იმართებოდა საფეხბურთო ტურნირი რეგიონის ახალგაზრდების მონაწილეობით.

მესხეთის ფესტივალი წელს პირველად ტარდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ სპორტული ღონისძიება ტრადიციად იქცევა. მათი მიზანია მოიზიდონ არამარტო რეგიონების ახალგაზრდები, არამედ საერთაშორისო დონეზე, ყველა დაინტერესებული ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა.

ფესტივალი ყოველწლიურად ახალციხეში, ზაფხულში, მესხეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
საფეხბურთო ფესტივალს 'ფინ სტუდიო'გახსნის
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება