FM97.5 / LIVE

მუშაობის დროს დაშავებული ყოფილი მეხანძრე დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2018
ასპიძაში, სოფელ ტოლოშში ყოფილი მეხანძრე მანუჩარ მელიქიძე, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კისრის მალების ტრამვა მიიღო, დახმარებას ითხოვს.

მუშაობის დროს დაშავებული ყოფილი მეხანძრე დახმარებას ითხოვს
ასპინძაში, სოფელ ტოლოშის მკვიდრი 43 წლის მანუჩარ მელიქიძე, უკვე მეშვიდე წელია საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც თავად ამბობს, მას კისრის მეექვსე და მეშვიდე მალა აქვს დაზიანებული: „ამის გამო სხეულს ვერ ვგრძნობ, მხოლოდ თავისა და მარცხენა ხელის თითების მოძრაობა შემიძლია. თუ მეზობლის ბიჭებმა წამომაყენეს, ცოტა ხანი ვჯდები კიდეც“.

მელიქიძე 2008 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურში მუშაობდა. ორ ოქტომბერს იგი ახალქალაქში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ასპინძაში ბრუნდებოდა, როდესაც სამაშველო ჯგუფთან ერთად ავარიაში მოყვა.

„მაშინ ასე მძიმედ მხოლოდ მე დავშავდი“, – იხსენებს მელიქიძე და ამატებს, რომ მაშინვე, სამსახურეობრივი დაზღვევით კისრის მალაზე ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ტრამვის მიღების გამო კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან კომპენსაცია 4 000 ათასი ლარი მიიღო – „ეს თანხა რეაბილიტაციისათვის გამოვიყენე. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის მერე აღარ გაუმჯობესებულა“.

შვიდი წლის განმავლობაში, მანუჩარ მელიქიძემ სარეაბილიტაციო ერთთვიანი კურსი მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს ჩაიტარა, რაც 10 000 ლარი დაუჯდა. როგორც თავად ამბობს რეაბილიტაციის კურსი მაშინ ასპინძის გამგეობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა. ახლა კი მკურნალობისთვის 10 000 დოლარი სჭირდება: „თურქეთში ერთ–ერთ კლინიკაში გადავაგზავნე ჩემი დოკუმენტები და მითხრეს, რომ ე.წ. რობოტული რეაბილიტაციის კურსის ჩატარება მჭირდება, რაც 6 000 დოლარი ჯდება. ამასთან ერთად გამოკვლევების ჩასატარებლად 4 000 დოლარია საჭირო“.

მანუჩარ მელიქიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. მას შემდეგ რაც ავარიაში მოყვა, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა: „10 000 დოლარს ვერაფრით გადავიხდი. არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. ისევ მერიის და ხალხის დახმარების იმედი მაქვს“.

ასპინძის მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე სოციალური პაკეტით საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების უფლება არ აქვთ. თუმცა მერიის თანამშრომლები საკუთარი სახსრებით დაეხმარებიან.

მანუჩარ მელიქიძეს დედის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ ანგარიში აქვს გახსნილი.

„იმ ანგარიშზე ნებისმიერს შეუძლია თანხა დამირიცხოს. ახლა ალბათ 3 000–ლარამდე იქნება დაგროვილი“, – ამბობს მელიქიძე.
მას გუშინ, რვა მარტს სამცხე–ჯავახეთის კლუბის „Off Road Club“–ის სპორტსმენებმა პროდუქტი და თანხა გადასცეს.

მუშაობის დროს დაშავებული ყოფილი მეხანძრე დახმარებას ითხოვს

„ჩვენ ამ აქციით გვინდა, რომ სხვებსაც მოვუწოდოთ მანუჩარის დახმარებისკენ“, – ამბობს კლუბის ერთ–ერთი წევრი რომა მამუკაშვილი.

მანუჩარ მელიქიძის ოჯახის ანგარიშის ნომერი: GE75LB0711101962292240 მიმღები ეთერი ხატიძე. ტელ.: 571 20 02 89

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ –  28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს
ასპინძაში მცხოვრები 28 წლის ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
ასპინძაში ყველაზე მოთხოვნადი სახანძრო-სამაშველო სამსახური აღმოჩნდა
ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა