FM97.5 / LIVE

საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2018
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი "ბიოინსექტ 2" დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში, სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი, ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება.

მავნებლის პოპულაციის მკვეთრად შემცირების მიზნით, შეწამვლა ბაღლინჯოს გამრავლების საწყის ეტაპზე, ნიმფის ფაზაში ყოფნის დროს უნდა განხორციელდეს. საქართვლოს კლიმატის გათვალისწინებით ეს აპრილი-მაისის პერიოდია.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. ადგილობრივთან ერთად, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თურქული წარმოების რეგისტრირებული ბიოპრეპარატიც.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, ძირითადად ქიმიური და მექანიკური საშულებები გამოიყენება.



მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას
ფაროსანასთან საბრძოლველად სეს-ს ტექნიკა და დამცავი აღჭურვილობა გადაეცა
ტრიხოლკუს გრანდი – აზიური ფაროსანას შესაძლო კიდევ ერთი ბუნებრივი მტერი
გურიაში  ფაროსანას წინააღმდეგ სპეცტექნიკა იმუშავებს
სეს: აზიურ ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა, რაოდეობა კი - შემცირებული
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის კვლევის შედეგები