FM97.5 / LIVE

მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა

მთავარისიახლე, სამართალი 07.03.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დახურა;

მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
დღეს, შვიდ მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხულიგნობაში ბრალდებული იმ ახალგაზრდების საქმის მორიგი განხილვა გაიმართა, რომლებიც თურქულ ბართან დააკავეს. პროცესი ხუთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, თუმცა ნაწილი დახურული იყო.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ბოლოს წინა სხდომაზე, 30 იანვარს მიიღო. მიზეზი დარბაზში გამოწვეული ხმაური იყო, რაც მოწმის დაკითხვას მოჰყვა.

„ჩვენებას ბარის მესაკუთრის ნათლული ნათია კუჭუხიძე აძლევდა, რომელიც შემთხვევის დროს ბარში იმყოფებოდა. პირველი შეკითხვა რაც მას დაკითხვისას დაუსვეს იყო ის, რომ მოეყოლა რა როგორ მოხდა. მან ამბის მოყოლა გინებით დაიწყო, მის უწმაწურ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს დარბაზში ხმაური და სიცილი მოჰყვა“, – გვიყვება ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატი თამარ სადრაძე.

მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გამო დარბაზში მსხდომებმა სიცილისგან რომ თავი ვერ შეიკავეს, ამის შესახებ ბრალდებულების ახლობლებიც საუბრობენ: „ისეთ სიტყვებს ამბობდა, ყველა ვიცინოდით“.

დარბაზში გამოწვეული ხმაურის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა რომ სხდომა დაეხურა. მოწმე კუჭუხიძემ ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა.

ამ მიზეზით ასევე დახურული იყო დღეს გამართული პროცესიც. თუმცა ადვოკატების შუამდგომლობით მოსამართლემ სხდომის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ღია სხდომაზე ჩვენება მხოლოდ ერთმა მოწმემ, თურქულ ბარში დასაქმებულმა მაია მაქაცარიამ მისცა.
საქმეზე დასაკითხი 11 მოწმე დარჩა, ხუთმა კი ჩვენება უკვე მისცა.

მომავალი პროცესი 14 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბართან მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ