FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა

მთავარისიახლე, სამართალი 07.03.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სოფიო შევჩენკომ სასამართლოში უჩივლა. შევჩენკო სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა
სოფიო შევჩენკოს სასარჩელო მოთხოვნა, ახალციხის რაიონულმა სასმართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და პირველი სხდომა 13 მარტს, 10:30 საათზე დაინიშნა.

სოფიო შევჩენკო ორი წლის განმავლობაში, თემისა და ქალაქის გაერთიანებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტების დამუშავების საკითხებში მესამე რანგის, მესამე კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშობდა.

შევჩენკო ამბობს, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ შტატი რომელზეც მუშაობდა არ გაუქმებულა, ამიტომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო: „ჩემი გაშვების შემდეგ, მერიამ კონკურსი გამოაცხადა და ახალი თანამშრომელი აიყვანა ამიტომ ვითხოვ, რომ იგივე ან ტოლფას პოზიციაზე დამაბრუნონ და განაცდური ამინაზღაურონ“.

შევჩენკოს სასამართლო სხდომებზე ადვოკატი არ ეყოლება, ამბობს რომ საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს: „ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი საქმეა და სადავოც არაფერია. ყველაფერი ნათელია“.

შეგახსენებთ, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სამართლოს საკრებულოს ორმა ყოფილმა თანამშრომელმა თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმაც მიმართა. სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახალციხის საკრებულოს თანამდებობებზე აღდგენა და განაცდურის ანაზრაურება დაავალა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავაზე მთავარი სხდომა იმართება
სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს