FM97.5 / LIVE

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.03.2018
ბორჯომში, თორის ქუჩაზე ორსართულიან კორპუსში მცხოვრებლები ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის გადახურვას ითხოვენ. ის ვინც უსახლკაროდ დარჩა, ამბობს, რომ არც საკვები და არც პირველადი მომხარების ნივთები აქვს.

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]
ბორჯომში, თორის ქუჩაზე N44-ში მდებარე კორპუსში ცხრა დღის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ ყოველი წვიმის დროს სამ ოჯახს წყალი ჩასდის. 26 თებერვალს მეორე სართულზე კორპუსში ჩაშენებულ საკვამურში მოდებულმა ცეცხლმა ერთი ოჯახს ბინა მთლიანად დაუწვა, სამს კი ჭერი დაუზიანა. ის ვინც უბინაოდ დარჩა, ბორჯომის მერიამ დროებით ნაქირავებ ფართში გადაიყვანა.

„დაახლოებით, 10:30 საათი იქნებოდა როცა დავინახე, რომ იმ საკვამურიდან, რომელიც გაუქმებული გვქონდა, ცეცლის ალი გამოვარდა. შენობა ხისაა და რამდენიმე წუთში ხანძარი მთელ სახლს მოედო. ბავშვს მოვკიდე ხელი და კიბეებზე ჩავირბინე. აქ ყველა შეშის ღუმელებით თბება, ამიტომ არ ვიცი იმ საკვამურს ვინმე იყენებს თუ არა“, – ამბობს ქეთევან ლომიძე, რომელსაც დამწვარი სახლის დატოვება მოუხდა.

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

მას ბინა, რომელიც დაიწვა ნაქირავები ჰქონდა. ხუთსულიანი ოჯახი ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა: „ცარიელ სახლში შემოვედი და ჩემი შრომით შევიძინე ყველაფერი. ცეცხლმა კი გაანადგურა. ბავშვებს სხვისი ტანსაცმელი აცვიათ, აღარაფერი გვაქვს“, – ამბობს ლომიძე.

ლომიძეების მსგავსად, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა პირველ სართულზე მცხოვრებ ლიანა ჩადუნელსაც: „ახალი გარემონტებული ბინა მქონდა, ხანძრის დროს იმდენი წყალი დაასხეს, რომ სამი ოთახის ჭერი ჩამოინგრა. საშიშროებაა, რომ საერთოდ ჩამოიშალოს მეორე სართული და დაგვეცეს. ძალიან გვეშინია“.

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

წყალი ჩავიდა და ოთახების ჭერი დაზიანდა ამალია გიორგაძის ოჯახშიც. ადგილობრივები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით სახურავის გარეშე დარჩენილ ოთახებში წყალი ჩამოდის და დაზიანებულ ბინებს უფრო მეტად აფუჭებს.

„ბინის სახურავის დიდი ნაწილი დამწვარია. ზემოდან გვაყრია ყველაფერი, გვაწვიმს და მდგომარეობა უფრო რთულდება. ცელოფნები მოიტანეს და დააფარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, წყალი მაინც ჩამოდის. 10 დღეა უშედეგოდ ვითხოვთ, რომ გადახურვა დაიწყონ“, – აცხადებენ თორის N44–ში მცხოვრებლები.

ორსართულიან კორპუსში, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშენდა, 11 ბინაა, ამ ეტაპზე აქ რვა ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსის გადახურვა მალე დაიწყება და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყოფა.

„ვცდილობთ ტენდერის გარეშე მოვძებნოთ კომპანია, რომელიც კორპუსს გადახურავს. გაგზავნილი გვაქვს წერილი შესყიდვების სააგენტოში, რომ ნებართვა მივიღოთ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ბინები ისე დაუზიანდათ, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია, როგორც ბერიძე ამბობს, ისინი დროებითი ფართებით უზრუნველყოფილები არიან. მერიამ ბინა ლომიძეებთან ერთად ჩადუნელებისთვისაც იქირავა, თუმცა ჩადუნელი ლია აცხადებს, რომ თავად ავარიულ სახლში რჩება და ოჯახის წევრები ნაქირავებში გავიდნენ.



„ხანძრიდან ოთხის დღის შემდეგ გაგვიყვანეს ორი ოჯახი ქირით. ერთი რკინის საწოლი და ძველი კამოდი დევს. ბავშვების გამოსაკვებად თითქმის არაფერი მაქვს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მითხრეს ერთჯერადად თანხას მოგცემთ ტანსაცმელი და საჭმელი რომ იყიდოთო, მაგრამ ჯერ არაფერი მიგვიღია“, – ამბობს ქეთევან ლომიძე.

ბუბა ბერიძის განმარტებით ლომიძეების ოჯახს, რომელსაც ხანძარმა ყველზე მეტად დააზარალა, ერთჯერადად 500–დან 700– ლარამდე დაეხმარებიან. რაც შეეხება ბინის მეპატრონეს, რომელშიც ლომიძეების ოჯახი ქირით ცხოვრობდა და ასევე სამ დაზარალებულ ოჯახს, მერია კონპენსაციას მისცემს. თუმცა, რა ოდენობის თანხას მიიღებენ თორის ქუჩაზე მცხოვრებლები ჯერ უცნობია.

„მოვიწვევთ დამოუკიდებელ აუდიტს და ის დაითვლის ზარალის ოდენობას, ამის გაირკვევა თუ რამდენი ლარიტ დავეხმარებით“ – განმარტავს ბუბა ბერიძე.

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აუდიტმა ნახანძრალ კორპუსში ხუთი ოჯახის ზარალი დაითვალა
ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ
ცემში ოთხსულიან ოჯახს სახლი  მთლიანად დაეწვა [ფოტო]
რა ბედი ეწევათ ბორჯომის დამეწყრილ ოჯახებს
ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ბორჯომში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ