FM97.5 / LIVE

რატომ დაიწყო ფინანსური კრიზისი ახალციხის პროფსასწავლებელში?

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.06.2013
სოციალურად დაუცველი სტუდენტების 1000-ლარიანი ვაუჩერით დაფინანსების პროგრამის გამო, პროფესიული სასწავლებლები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

რატომ დაიწყო ფინანსური კრიზისი ახალციხის პროფსასწავლებელში?
”პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა” გასულ წელს, პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. ათასლარიანი ვაუჩერები იმ სოცაილურად დაუცველმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებსაც მინიჭებული ქონდათ 100 ათას ქულაზე ნაკლები. დანარჩენები მხოლოდ 70 პროცენტით დაფინანსდნენ და უფლება ჰქონდათ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დარჩენილი 30 პროცენტიც მოეპოვებინათ.

ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრმა სხვადასხვა სპეციალობაზე 100 სტუდენტი მიიღო. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სტუდენტების ნაწილი ისევ სწავლობს.

”პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამის” დაწყების შემდეგ თითქმის ყველა პროფესიული სასწავლებელი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის, რადგან მათ პროგრამის ამოქმედებისთანავე ყველანაირი სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდათ და მხოლოდ 1000-ლარიანი ვაუჩერის იმედად დარჩნენ. მსგავს მდგომარეობაშია ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრიც.

”ამ 1000 ლარში შედიოდა ადმინისტრაციული ხარჯები, მასწავლებლების ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა ყველა ის ხარჯი, რაც სტუდენტს სჭირდება სპეციალობის დასამთავრებლად. ისე ჩანდა, თითქოს და პროფსასწავლებლებს მას მერე კარგი დაფინანსება ჰქონდათ, არადა ჩვენ ყველა სუბსიდია შეგვიწყდა”,- ამბობს ახალციხის პროფესიული გადამზადების სასწავლებლის დირექტორი ბელა ავალიშვილი.

მისივე თქმით, ამის გამო სასწავლებლის ბიუჯეტი მესამედი გახდა და პედაგოგებს ხელფასები შეუმცირდათ.

ავალიშვილი ამბობს, რომ პროგრამა ისევ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, დაფინანსების სისტემა შეიცვლება და პროგრამების მიხედვით იქნება.

”შედუღება საკმაოდ ძვირიანი სპეციალობაა, ვიდრე სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანის სპეციალობა, ამიტომ არ შეიძლება ამ ორ სპეციალობას ერთნაირი დაფინანსება ჰქონდეს. პროგრამული დაფინანსება იმით იქნება კარგი, რომ ყველა სპეციალობისთვის თანხა საჭიროების მიხედვით გამოიყოფა”, - ამბობს ავალიშვილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო
პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
ახალციხე პროფესიული სასწავლებლების კვირეულს შეუერთდა
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
ახალციხის პროფესიული სასწავლებელი კერძო სექტორთან ითანამშრომლებს
რას სთავაზობს ‘ოპიზარი’ სტუდენტებს
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო