FM97.5 / LIVE

ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ოპოზიციური პარტიების დეპუტატებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბორჯომის ოპოზიციონერი დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა დღეს, ექვს მარტს, თბილისში „ქორთიარდ მარიოტში“ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა. დეპუტატებმა დიპლომატებს ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმის შესახებ თუ რა ხდება ბორჯომში. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც შეკითხვები ჰქონდათ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

მასთან ერთად შეხვედრას საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული“ პარტიიდან გიორგი გიუაშვილი და „ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძე ესწრებოდნენ.

„მოვუყევით დიპლომატებს თუ რა ძალადობებსაც აქვს ადგილი ბორჯომის თვითმმართველობაში. ვგულისხმობ იმას, რომ საშტატო ნუსხის დამტკიცებას გვაძალებენ. ასევე, ავუხსენით მათ თუ როგორ დავბლოკეთ უხარისხო საქალაქო ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებული პროექტი და როგორ დავზოგეთ თანხა თვითმმართველობის საკეთილდღეოდ“, – ამბობს გიუაშვილი.

საკრებულოს დეპუტატები იმედოვნებენ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომში განვითარებული მოვლენებით კიდევ უფრო დეტალურად დაინტერესდებიან და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენენ.

„შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ძირითადად საკრებულოს პროცედურული საკითხებით დაინტერესდნენ. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი უფრო ღრმად ჩაერთვებიან ამ საკითხებში“,– გვითხრა ბაქარ შირაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მათთან შეხვედრის სურვილს გამოხატავენ, მზად არიან შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა[R]
რეგიონს დიპლომატიური კორპუსი სტუმრობს
დიპლომატიური კორპუსისთვის სამცხე-ჯავახეთში შემეცნებითი ტური ეწყობა
ბორჯომის ქარხანამ დიპლომატებს უმასპინლა  [Video]
ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან
დიპლომატიური კორპუსის პირველი დღე სამცხე–ჯავახეთში
ბორჯომის მერიაში საკრებულოს დეპუტატებს არ უშვებენ[Video]