FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან

მთავარისაზოგადოება 03.06.2013
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. როგორ აწყობენ საბავშვო დღესასწაულებს ახალქალაქელი მშობლები, როგორია ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება ახალქალაქში, რა პირობები აქვთ მათ განვითარებისა და გართობისთვის და როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვთა ფსიქოლოგიაზე.

ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან
საბავშვო დღესასწაულებზე ახალქალაქელ მშობლებს ბევრი ფიქრი უწევთ, როგორ მოუწყონ თავიანთ პატარებს ნამდვილი ზეიმი, თუმცა მათი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ახალქალაქში არც საბავშვო კაფეა, არც პარკები და არც გასართობი კომპლექსები. და ბოლოს მშობლებს უწევთ, რაიმე საინტერესოს მოწყობის სურვილზე უარი თქვან და ტრადიციულად მოიქცნენ: საჩუქრები, ფერადი ბუშტები და ნახევრად დანგრეული საქანელები ცენტრალურ პარკში.

„ბავშვი მთელი დღე სახლშია ან ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობს. წელიწადში რამდენჯერმე ერევანში მიგვყავს, რომ რაიმე მაინც ვანახოთ. ბავშვმა კარუსელებთან მოქცევა და უცხო ხალხთან ურთიერთობა არ იცის. ხშირად კარუსელზე დაჯდომის ეშინია. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ბავშვებს ყველაფერი აკლიათ“, - ამბობს ორი პატარას დედა სონა აივაზიანი.

ანჟელა ანატოლიანიც მიიჩნევს, რომ პატარა ასაკის ბავშვებისთვის ცოტა გასართობი და შესაძლებლობებია.

„არაფერი არ გვაქვს, ერთადერთი ადგილი ქალაქის პარკია, სადაც თამაში 5 და მეტი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, უფრო პატარებისთვის კი ეს მოუხერხებელია. პარკი ჭუჭყიანია, სათამაშო კომპლექსები დანგრეული. მინდა, რომ ქალაქში 1-2 საბავშვო კაფე და ბავშვთა განვითარების ცენტრი მაინც იყოს“, - ამბობს იგი.

ფსიქოლოგი ზარინე ზადოიანი განმარტავს, რომ ჩვეულებრივი გასართობი ადგილების არქონის გამო ბავშვებს შესაძლოა კომპლექსები განუვითარდეთ.

„მაგალითად, როცა ბავშვი დიდ ქალაქში მიდის, ველურდება, ბევრი რამ არ იცის და ვერ წყვეტს, დრო როგორ გაიყვანოს, რაც სამომავლოდ კომპლექსში შეიძლება გადაეზარდოს. პატარაობაში ეს არც ისე შესამჩნევი და მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემა აქტუალობას მოზარდობის ასაკში იძენს, - ამბობს ფსიქოლოგი და ამატებს, რომ გასართობი ადგილი მნიშვნელოვანია უფრო მოზარდებისთვის, პატარა ბავშვებისთვის კი ყველაზე მთავარი ოჯახური ატმოსფეროა, - საჭიროა გასართობი ადგილები, ტირები მაინც, რომ ბავშვმა ტირში ისროლოს, დაგროვილი უარყოფითი ენერგია გამოათავისუფლოს. თუ ასეთი არაფერია, ბუნებრივია ბავშვი უფრო დესტრუქციული ხდება და შეიძლება მათ ერთმანეთში იჩხუბონ, ნეგატიურად მოიქცნენ, მაგალითად, იქურდონ, რათა ადრენალინის საჭირო დოზა მიიღონ“.

ფსიქოლოგის თქმით, თუ როგორ აისახება ბავშვობაში განვითარება მის ახალგაზრდობასა და ზრდასრულ ცხოვრებაზე, ინდივიდუალურია. პატარა ქალაქში ზრდასა და განვითარებას კი ძირითადად სხვადასხვა ფობიების წარმოშობამდე მივყავართ.

„ფობიები ბევრია, მაგალითად დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობის შიში, რადგან ბავშვს ხალხმრავალ გარემოცვასთან ურთიერთობა არ ქონია და უცნობ გარემოში მოხვედრის შემდეგ შეიძლება დაკომპლექსდეს. ხასიათის გარკვეული შტრიხებიდან გამომდინარე, ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს ან პირიქით, ზედმეტად გაისხნას; შეიძლება თანდათანობით გარემოს მიეჩვიოს ან საზოგადოებას გაემიჯნოს“, - ამბობს ზარინე ზადოიანი.

თუმცა ფსიქოლოგი ამატებს, რომ პატარა ქალაქებს თავისი პრივილეგიებიც აქვს - აქ ბავშვები უფრო დაცულები და უსაფრთხოდ არიან. აქ მშვიდად შეგიძლია ბავშვი ქუჩაში მარტო გაუშვა სათამაშოდ ან არ გეშინოდეს, თუ სკოლის შემდეგ სახლში მოსვლა ცოტა დააგვიანდა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება
ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ
ახალქალაქში ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო
ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
'სხვისი შვილები'