FM97.5 / LIVE

შეწყვეტილი რეაბილიტაცია თუ ფუჭი დაპირება [Photo]

მთავარიეკონომიკა 03.06.2013
დანგრევის პირას მისული შენობები და გაუქმებული სანატორიუმები; პრეზიდენტის დაპირება და უნიკალური კურორტი რეაბილიტაციის მოლოდინში. აბასთუმანი ახალ საკურორტო სეზონსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა.

შეწყვეტილი რეაბილიტაცია თუ ფუჭი დაპირება [Photo]
პრეზიდენტის დაპირება, რომლის განხორციელებაც ჯერ არ დაწყებულა

აბასთუმნის რეაბილიტაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება 2012 წლის მაისში აბასთუმანში სტუმრობის დროს გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გრანდიოზული რეაბილიტაცია აბასთუმანში დაიწყებოდა.

როგორც მაშინ სააკაშვილმა განაცხადა გერმანელი არქიტექტორების მიერ აშენებულმა კურორტმა, სადაც არაერთი ისტორიული, უნიკალური შენობაა, დაკარგული იერსახე და ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს: "აქ კურორტების ქსელი იქმნება, რომელიც ბაკურიანით იწყება, შემდეგ მოდის ბორჯომი, ახალციხის სასწაული, თავისი შემოგარენით (ვარძია, საფარა, აწყურის ციხე და, რა თქმა უნდა, რაბათი, რომელიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის და ისტორიული მემკვიდრეობის გვირგვინია). შემდეგ გადმოვდივართ აბასთუმანში, სადაც უკვე გავაკეთეთ გზა. აბასთუმნიდან ასევე კეთილმოწყობილი გზით გადავდივართ საირმეში და ბაღდადის გავლით - ქუთაისსა და წყალტუბოში. აბასთუმანი ყველაფრის ცენტრშია. შედეგად ვიღებთ მსოლიფოში ყველაზე საინტერესო სპა კურორტების ქსელს".

უნიკალური კლიმატისა და მინერალური წყლების მქონე აბასთუმანი ევროპული დონის კურორტი სამ წელიწადში უნდა გამხდარიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო და ორ ეტაპად ჩატარებულიყო. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მე-19 საუკუნის შენობები და ძველი სანატორიუმები პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა.

მიუხედავად აღნიშნული დაპირებისა აბასთუმანში დღემდე არაფერი შეცვლილა.

რას უჩივიან ადგილობრივები

ზღვის დონიდან 1250-1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტის აღდგენას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის დასასვენებელი ადგილი იყო და ,,კავკასიის მარგალიტს” უწოდებდნენ, ადგილობრივები წლებია ელოდებიან.

”აბასთუმანი არის კეთილმოწყობილი კუბო, ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი. აქ არაფერი კეთდება. წყალი მოდის, მაგრამ ბინძური, მდინარეს ვსვამთ. წვიმის დროს იმღვრევა. გაზიც უნდა შემოეყვანათ, მაგრამ ვინ შემოიყვანა?”, - კითხულობს აბასთუმნელი ვალერი ანტონიანი.

სეზონზე ბინების გაქირავება აქაურებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თუმცა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ბოლო წლებში დამსვენებლების რაოდენობა თანდათან კლებულობს. მოსახლეობის უმეტესობა ახლა დაუსაქმებელია. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ადრე უმეტესობა სანატორიუმებში იყო დასაქმებული. ახლა კი ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. კურორტში ვერც მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევენ.

”უპატრონო დასახლებაა. საქართველოში ყველაზე დაჩაგრული და მიუხედავი კურორტი აბასთუმანია. საქონლის ყოლა აკრძალულია, სახნავ-სათესი მიწები არ გვაქვს, ყველა უმუშევარია და თავს ძლივს ვირჩენთ”, - ამბობს აბასთუმანში მცხოვრები ოთარი ჯიხვაშვილი.

ადგილორბივების თქმით ყველაზე მეტი დამსვენებელი დამტვერვის პერიოდში, მაისის თვეში ჩამოდის. თუმცა, აბასთუმნის ბაზარში მყიდველთა რაოდენობა არც ამ დროს მატულობს.

”დამტვერვა ორი კვირა გრძელდება. ამ დროს ყველაზე მეტი დამსვენებელია. მერე სკოლებში სწავლა რომ დამთავრდება სხვები ჩამოვლენ. ამ პერიოდში ცოტა რამეს თუ გავყიდით, მაგრამ სექტემბრიდან, როგორც კი სკოლა დაიწყება ბაზარში აღარავინ მოდის”, - ამბობს ანტონია გრძელიშვილი, რომელიც აბასთუმნის ბაზარში საკუთარ სახლში დამზადებულ პროდუქტს ყიდის.

პრეზიდენტის დაპირება კარგად ახსოვს აბასთუმნელ არეთა რაიმოვს. ამბობს, რომ აბასთუმანში არც წელს არაფერი შეცვლილა.

”მე აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ, აქ დავბერდი და ძალიან კარგად ვიცი აბასთუმნის ავ-კარგი. აბასთუმანი ისეთი კურორტი იყო ედემ-ბაღს არ შეედრებოდა. ახლა ჩვენს კუთხეებს თავად ვალამაზებთ და ამით ვტკბებით. მე ჯერ არავინ დამინახავს, რომ რამის გაკეთებას ცდილობდეს. უნიკალური ჰაერია, ხალხს დასვენება უნდა, მაგრამ პირობები არ არის”, - ამბობს არეთა რაიმოვი.

საკრებულოში ამბობენ, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე ინფორმაცია არ აქვთ

ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში აბასთუმნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ემზარ ენდელაძის განმარტებით აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა. მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ამის შესახებ არც ზეპირი და არც წერილობითი შეტყობინება არ მიუღიათ.

”იყო საუბარი, რომ აბასთუმანში არსებულ შენობებს პირვანდელი სახე დაუბრუნდებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებული. თუმცა, ეს პროექტი ალბათ განხორციელდება, შეიძლება რაიმე პრობლემები წარმოიშვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ აუცილებლად განხორციელდება”, - ამბობს ემზარ ენდელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აბასთუმანში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კურორტში პირველ რიგში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოწესრიგდეს. ემზარ ენდელაძის განმარტებით, საპროექტო სამუშაოები უკვე შესრულებულია, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. თუმცა, ძირითადი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

მისივე თქმით, აბასთუმანში წყლის სისტემა მთლიანად მოსაწესრიგებელია, რისთვისაც დაახლოებით ორ მილიონამდე ლარია საჭირო.

”ამის შესახებ ჩვენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივწერეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია”, - ამბობს ემზარ ენდელაძე.

რაც შეეხება გაზიფიცირებას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის შეყვანა გასულ წელს დაიწყო. თუმცა, გაზის მილები მხოლოდ ორ სოფლამდე, უდესა და არლამდე მივიდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი სამუშაოები შეწყდა. მისი თქმით, გაზის შეყვანა აბასთუმანშიც იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები არ მიმდინარეობს.

”თურქეთის საზღვრიდან დაიწყო გაზის შემოყვანა, აბასთუმნამდეც უნდა მისულიყო, მაგრამ მხოლოდ უდე-არლამდეა მოსული. ამ ორ სოფელში მხოლოდ ქსელია გაკეთებული და როგორც ვიცი ჯერ ბუნებრივი აირი არც იმ ორ სოფელს არ მიეწოდება. გაზიფიცირების სამუშაოები გასული წლის პირველ ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, შეასრულეს რაც პირველ ეტაპზე იყო გათავალისწინებული, შემდეგ კი არანაირი სამუშაო აღარ გაგრძელებულა”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

რა იგეგმება მიმდინარე წელს აბასთუმანში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აბასთუმნის რეაბილიტაცია არ იგეგმება. ერთადერთი პროგრამა რაც წელს აბასთუმანში განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა. რომლის ფარგლებში გარკვეული პრობლემების მოგვარება იგეგმება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ასე გამოიყურება: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღი) ნაწილობრივი რეაბილიტაცია - 7 000 ლარი დაიხარჯება; მდინარე ოცხეზე საცალფეხო ხიდების შეკეთება (მოაჯირების მოწყობა) – 3 000 ლარი; აბასთუმნის ცენტრში არსებული მოსაცდელების შეკეთება - 4 000 ლარი; ტროტუარებზე დასასვენებელი სკამების მოწყობა - 2 000 ლარი; რიტუალების სახლის გამრიცხველიანება - 400 ლარი; სტადიონების შეკეთება (შემოღობვა) – 4 000 ლარი და აღობილის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა - 16 711 ლარი.

”ის, რომ აბასთუმანს მოაწყდება ბევრი ტურისტი, არის მითი”

”საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის” თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ აბასთუმანში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტების მოზიდვას ვერ შეუწობს, ხოლო აბასთუმანი თუ ტურისტულ ცეტრად გადაიქცევა მთავარ ფუნქციას დაკარგავს. ყველაზე უპრიანი, რაც შეიძლება კურორტში გაკეთდეს ოჯახური სასტუმროების გაკეთებაა, სადაც დამსვენებელი ჩამოვა.

”აბასთუმანი არის ბალნეოლოგიური კურორტი, ანუ, კურორტი დასვენებისთვის. ის ვერასოდეს ვერ გახდება მსოფლიოში ცნობილი კურორტი და ვერასოდეს ვერ ჩამოვა აქ 10 თუ 50 ათასი ტურისტი. აქ მხოლოდ ოჯახებით თუ ჩამოვლენ დასასვენებლად და ისევ საქართველოს მოქალაქეები”, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი დამსვენებლებისთვის ერთდღიანი ტურების მოეწყოს, მაგალითად ჭულევში, ზარზმაში და ასე შემდეგ.

”ის, რომ აბასთუმანს მოაწყდება ბევრი ტურისტი, არის მითი. უბრალოდ ბევრი ტურისტი თუ შემოვა, აბასთუმანი დაკარგავს იმ თვისებას რაც აქვს. სანახევროდ თითქმის დაკარგული აქვს, რადგან როგორც კი წიწვოვანი ხეების ჭრა დაიგეგმა და ამ ცხრა წელიწადში ნახევარი აღარ დარჩა, ამან შეამცირა. ის ბალნეოლოგიური კურორტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის, რომ წიწვოვანი ჯიშის ხეებია უმეტესობა. თორე ნაძვნარი ბორჯომშიც არის”, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი და ამატებს, რომ აბასთუმანი უნდა დარჩეს კურორტი დამსვენებლებისთვის



[თამარ თოთაძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში
13 მილიონი ლარი აბასთუმნის განვითარებისთვის