FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2018
დღეს, 5 მარტს ბორჯომის მერიამ სამდღიანი პროტესტის შემდეგ მუშაობა განაახლა. მერიაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განაცხადი საკრებულოში დღის განმავლობაში შევა.

ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურში ყველა თანამშრომელი გამოცხადდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

"ვღებულობთ მოქალაქეებსაც. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს მერიიდან დღის ბოლომდე მივმართავთ", – აცხადებენ მერიაში.

მერია საკრებულოს კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს დასამტკიცებლად თუ დოკუმენტს საკრებულოს შენიშვნების მიხედვით დააკორექტირებს ჯერ უცნობია.

"ჯერ არაფერი ვიცით რა როგორ იქნება", – გვითხრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, 29 თებერვალს, იმ დღეს როცა "ოცნებამ" საპროტესტო აქცია გამართა, აცხადებდა, რომ საკრებულო მერიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები უცნობია. ჩაჩანიძემ მოუცლოლობის გამო "სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მერიაში კი ამბობენ, "ამის შესახებ არაფერი იციან".

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიაში ვითარება 28 თებერვალს, საკრებულოს იმ სხდომის შემდეგ დაიძაბა, რომელზეც მერიის ხელფასების გაზრდის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. ამის გამო მერიის თანამშრომლებმა იმ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე კაბინეტში გამოკეტეს. მეორე დღეს კი გამოაცხადეს, რომ გაიფიცნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა გაიზარდოს თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასები [Video]
ბორჯომის მერიაში არცერთი თანამშრომელი  გამოცხადდა
ხელფასებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია და საკრებულო პოზიციებს არ ცვლიან
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო