FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიაში არცერთი თანამშრომელი გამოცხადდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 02.03.2018
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა პროტესტის მესამე დღეს, უკიდურეს ფორმას მიმართეს, ისინი სამსახურში არ გამოცხადდნენ.

ბორჯომის მერიაში არცერთი თანამშრომელი  გამოცხადდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მესამე დღეა პარალიზებულია. გასული დღეებისაგან განსხვავებით, დღეს, 2 მარტს მერიის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად სამსახურში არ მივიდნენ.

„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გადავწყვიტეთ დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა და სამსახურში საერთოდ არ მივსულიყავით“,– ამბობს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

დილიდან მერიაში დაკეტილია მერის ლევან ლიპარტიას სამუშაო კაბინეტიც. მისი თქმით, დღეს მერია მუშაობას არ გააგრძელებს, ორშაბათს კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, –„ორშაბათს რიგგარეშე სხდომას მოვითხოვთ, მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა მუშაობას“.

ჩაატარებს თუ არა საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და დაამტკიცდებს თუ არა საშტატო ნუსხას საკრებულო, იმ ფორმით, როგორც მერიის თანამშრომლები ითხოვენ უცნობია.

„არ მცალია და ვერ დაგელაპარაკებით“, – გვითხრა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც 28 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებას კენჭი არ უყარეს. ხმაურიანი სხდომის შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის გაგრძელდა.

მერიის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად არ მუშაობდნენ, გუშინ, პირველ მარტსაც. გუშინვე მათ, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და მხარდამჭერებთან ერთად, აქცია გამართეს, სადაც მათი ნაწილი რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, ნაწილი კი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ხელფასებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია და საკრებულო პოზიციებს არ ცვლიან
გამოკითხვა: უნდა გაიზარდოს თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასები [Video]
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან